ლუკა მოდრიჩი - უკან, ინგლისში?

AutoSharing Option
ინგლისური “დეილი მეილის” ცნობით, მადრიდის “რეალის” 27 წლის ხორვატი პლეიმეიკერი ლუკა მოდრიჩი შესაძლოა, ივნისში სათამაშოდ პრემიერლიგას დაუბრუნდეს.

მისით “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” არიან დაინტერესებულები. სამეფო კლუბი ფეხბურთელს 33 მილიონ ფუნტად აფასებს.

“ტოტენჰემიდან” მისი გადაბირება “რეალს” 40 მილიონი ევრო (32.44 მლნ ფუნტი) დაუჯდა.

როგორც ხედავთ, წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, მისმა ფასმა ცოტა მოიმატა კიდეც. ესპანური “მარკას” ვერსიით, მოდრიჩის ყიდვა, “არსენალიდან” ალექს სონგის გადაბირების მსგავსად, პრიმერაში 2012 წლის ყველაზე ცუდ ტრანსფერად დასახელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ლუკა მოდრიჩი ტიტულების
მოგებაში დაგვეხმარება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული