რაიან გიგზი – კიდევ ერთი წელი "მანჩესტერ იუნაიტედში"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი რაიან გიგზი ჯერჯერობით მხნედაა და ფეხბურთისთვის თავის დანებებას არ აპირებს. გიგზმა "მანიუს" მაისურით 900-ზე მეტი ოფიციალური მატჩი გამართა და 11 ტიტული მოიგო.

გიგზს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება, მაგრამ მისი მწვრთნელი, შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ ვეტერანი კიდევ ერთი წლით დარჩება გუნდში.

"ასაკის მიუხედავად, გიგზს არ ეტყობა გადაღლა და არც უმოტივაციობას უჩივის. სათამაშო კლასს კი რაიანი უმაღლეს დონეზე ინარჩუნებს. ვფიქრობ, “მანჩესტერს” უელსელი მომავალ სეზონშიც გამოადგება ტიტულებისთვის ბრძოლაში", – განაცხადა ფერგიუსონმა.

ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი: გიგზისა და ვან
პერსის თამაში უმაღლესი კლასი იყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული