ალექს ფერგიუსონი: ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნის" თავკაცად დანიშვნა მისთვის მოულოდენელი ცნობა იყო.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი მიუნხენურ კლუბში მუშაობას მომდევნო სეზონიდან დაიწყებს.

"ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რადგან მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ მოველოდებოდი.

თან ყველა საუბარი იმისკენ მიდიოდა, რომ გვარდიოლას ერთ-ერთი ინგლისური გუნდი უნდა აერჩია.

მაგრამ მისი გაგება შეიძლება. ძნელია "ბაიერნის" წინადადებას უარით უპასუხო, რადგან "ბუნდესგუნდი" დიდი ხანია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია.

ფანტასტიკური ქალაქი, ფანტასტიკური სტადიონი, დიადი ისტორია - ამ ყველაფერის გათვალისწინებით, გვრადიოლას გადაწყვეტილება
ლოგიკურია",
- თქვა ფერგიუსონმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
რობერტო ბაჯო შეიძლება ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი გახდეს "ბაიერნში"
ხოსეპ გვარდიოლა: ფეხბურთი ძალიან მომენატრა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შუაშია "ბაიერნთან" სიტყვა "ბუნდესგუნდი" !
"ბუნდეს" იცით, რას ნიშნავს? მერე, გაარკვიეთ, რა! ძნელია? აბა, რაის ჟურნალისტები ხართ?
dudu
10:21 20-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული