სტივენ ჯერარდი: 2-3 ფეხბურთელიც და ტიტულისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი მიიჩნევს, რომ მის გუნდს პრემიერლიგაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრამ სტაბილურობისათვის გუნდის გაძლიერებაა საჭირო.

სტივი ჯი-ს აზრით, 2-3 კარგი ფეხბურთელი საკმარისი იქნება, რომ "ლივერპულმა" ტიტულისთვის იბრძოლოს.

"ძირითადში მომწონს ის, თუ რა მიმართულებით ვითარდება კლუბი, მაგრამ რეალობა ასეთია - 2-3 მაღალი კლასის ფეხბურთელი ახლავე გვჭირდება. წინა სატრანსფერო ბაზარზე საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ამიტომაც გაგვიჭირდა ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაბმა.

ახალი მწვრთნელის ფილოსოფია და თამაშის სტილი მომწონს. მაგრამ ჩვენსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის სხვაობა ახლა საშინლად დიდია. ჩვენ გვაკლია
სტაბილურობა - "მანჩესტერ იუნაიტედი" ხშირად თამაშობს ცუდად, მაგრამ მაინც იგებს. აი, ეს გვაკლია ჩვენ", -
განუცხადა კაპიტანმა "მირორს".

ასევე იხილეთ:
ბრენდან როჯერსი: სუარესის და სტარიჯის დიდებული დუეტი, ბრწყინვალე სტივი ჯი და გუნდური თამაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული