პეტერ შმაიხელი დავიდ დე ხეას დასაცავად

AutoSharing Option
“ტოტენჰემთან” 90-ე წუთზე დაშვებული შეცდომის გამო, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” 2 ქულის დაკარგვად დაუჯდა, დავიდ დე ხეა სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცა.

მას აკრიტიკებენ როგორც ჟურნალისტები, ისე ავტორიტეტული საფეხბურთო ექსპერტები, მაგალითად, გარი ნევილი.

თუმცა მოულოდნელად მისი დაცვა პეტერ შმაიხელმა იკისრა. მისი თქმით, რომ არა 22 წლის ესპანელის კარგი თამაში, “იუნაიტედი” “უაით ჰართ ლეინიდან” იმ ქულასაც ვერ აიღებდა და შესაბამისად, დე ხეასგან განტევების ვაცის გამოყვანა სერიოზული შეცდომაა.

ლეგენდარული დანიელი მთელ გუნდს მოუწოდებს, რომ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს. კომენტარი მან Sky Sports
-ისთვის გააკეთა:

- იოლია ყველაფერში მეკარის დადანაშაულება, რაშიც ნამდვილად ვერავის დავეთანხმები. მიმაჩნია, რომ არა დავიდ დე ხეა, ჩვენ ამ თამაშს 4:1-ს წავაგებდით. გუნდი იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ მეკარეს მისი გადარჩენა რამდენჯერმე მოუხდა და ერთ ეპიზოდში მან ეს უბრალოდ ვეღარ მოახერხა. ამის გახსენება რატოღაც არავის არ სურს.

ვფიქრობ, “იუნაიტედს” დაცვაში ასე ღრმად რომ არ დაეხია, დავიდის ნახტომები საჭირო აღარ იქნებოდა. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გუნდს სწორედ ამაზე ვამუშავებდი. სიმართლე გითხრათ, თუკი გვინდა პრემიერლიგის მოგება, მთელი საათის განმავლობაში დაცვაზე ყურადღების გადატანა სხვა დროს აღარ უნდა ვცადოთ. კონკრეტულად საგოლე ეპიზოდს რაც შეეხება, ჩემი აზრით, მეკარემ ყველაფერი ზუსტად გააკეთა.

რაც მთავარია, ის ბურთს შესწვდა და მუშტით მოიგერია, რომელიც სამწუხაროდ ტოტენჰემელს მიუვიდა. აუცილებელია, რომ გუნდმა საკუთარი მოედნიდან რაც შეიძლება შორს მოახერხოს თამაშის გადატანა. თუკი ყველაფერი მეკარისგან იწყება, მაშინ მან ამ ტაქტიკაზე დამატებით უნდა იმუშაოს, თუ არა, მაშინ გუნდს უნდა ეყოს გამბედაობა და შეტევაში ითამაშოს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი": კიდევ ერთხელ დავიდ დე ხეაზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული