რაფაელ ბენიტესი: ვერ გამიგია, როგორ გავუშვით ხელიდან მოგება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს ვერაფრით აუხსნია, რა დაემართა მის გუნდს "რედინგთან" ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის ბოლო წუთებზე.

30 იანვარს გამართულ შეხვედრაში შეცვლაზე შემოსულმა ადამ ლე ფონდრემ დუბლი შეასრულა და "რედინგს" "ჩელსისთან" ქულა გადაურჩინა - 2:2.

VideoSportall.Ge
რედინგი - ჩელსი 2:2


"ყველამ ნახეთ, რომ მატჩი მთლიანად ჩვენი კონტროლით წარიმართა, მაგრამ რა მოხდა ბოლოს, ვერაფრით ამიხსნია.

მიუტევებელი შეცდომები დავუშვით და თან, მანამდე მესამე გოლი უნდა გაგვეტანა, რათა ყველაფრისთვის წერტილი დაგვესვა.

სამწუხაროდ, დაცვაში ყველაფერი წესრიგში არ გვაქვს, განსაკუთრებით კი, მეტოქის
სტანდარტების დროს ვირევით. მიუხედავად ამისა, მაინც ვერაფრით გამიგია, როგორ უნდა გაგვეშვა ასეთ თამაშში მოგება ხელიდან.

პირველად ჩვენი კარისკენ მათ 78-ე წუთზე დაარტყეს...

ამ მარცხის გამო პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ",
- აქვეყნებს "ჩელსის" თავკაცის სიტყვებს ВВС.

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIV ტური: "ჩელსიმ" კისერი ისევ წაიტეხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ იცი როგორ დაამტავრე ნიცჰია,გაკვირვებულია ბიცჰი,ვირტხები ხარტ კველა
giorgi
20:29 31-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული