აღნიშნული მატჩის მე-60 წუთისთვის სტუმარი "ლივერპული" ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შედეგად თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა.
შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, თუმცა თუ "ლივერპულის" კართან შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობით ვიმსჯელებთ, 3-4 ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო.
სამწუხაროდ, დაცვაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, თუმცა კონკრეტული მოთამაშეების
ჩემთვის გასაგებია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ზედმეტი ნერვიულობაა: აქამდე კარგად გვახსოვს, ჩვენთვის როგორ ცუდად იწყებოდა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსისთან" მატჩები და ვცდილობთ, მსგავსი რამ თავიდან ავირიდოთ, თუმცა ასეთი დაძაბულობის ქვეშ ყოფნა იოლი არაა.
საერთოდ, "ლივერპული" კონტრშეტევებზე კარგად ირჯება და ნებისმიერი გუნდისთვის საშიშია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და ძალიან დასანანია, რომ გამარჯვების გოლი ვეღარ გავიტანეთ", - თქვა ვენგერმა.
Video
არსენალი - ლივერპული 2:2
არსენალი - ლივერპული 2:2
"არსენალის" თავკაცმა თავისი ფეხბურთელებიდან თეო უოლკოტი გამოარჩია.
"თეო შესამჩნევად ვითარდება. მას არ ეშინია დიდ გუნდებთან მატჩებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მუდმივად ქმნის სახიფათო მომენტებს, ეხმარება თანაგუნდელებს.
მას შეუძლია არა მხოლოდ ლონდონის "არსენალის", არამედ ინგლისის ნაკრების ლიდერი გახდეს", - დასძინა არსენმა.
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIV ტური: "ჩელსიმ" კისერი ისევ წაიტეხა [VIDEO]