რობერტო მანჩინი: მარიოს წასვლამ გული დაგვწყვიტა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მარიო ბალოტელის "მილანში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ყველასთვის ასე იქნება უკეთესი. მარიოს კარგი შანსი გაუჩნდა იტალიაში დაბრუნებულიყო და "მილანში" ეთამაშა. ეს მნიშვნელოვანია, როგორც მისთვის, ისე კლუბისთვისაც.

არა, ჩვენ არ გვიხარია. მარიო კარგად თამაშობდა, ბოლო სამ-ოთხ თვეს თუ არ ჩავთვლით ტრავმების გამო. ის დაგვეხმარა პრემიერლიგისა და ინგლისის თასის მოგებაში. მისმა წასვლამ გული დაგვწყვიტა.

ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც მე მივიღე. მისი მჯერა და ვფიქრობ, რომ ინგლისში გატარებული ორი წლის შემდეგ მარიოსთვის უკეთესი იქნება იტალიაში დაბრუნება",
-
თქვა ბალოტელიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული