უეინ რუნი: პენალტი რობინ ვან პერსიმ შეასრულოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ინგლისის თასზე "ვესტჰემთან" გაფუჭებული პენალტის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონს შეხვდა და უთხრა მას, რომ სურს პენალტები ამიერიდან რობინ ვან პერსიმ შეასრულოს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისას უეინ რუნიმ ჯამში 28 11-მეტრიანიდან 9 ვერ გამოიყენა. 2010 წლიდან რუნიმ შვიდი პენალტი ვერ გამოიყენა.

"სიმართლე, რომ გითხრათ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ასე არ გამოვა. ამასთან დაკავშირებით ფერგიუსონს ველაპარაკე და ავუხსენი, რომ უკვე ვესაუბრე ვან პერსის და ვუთხარი, რომ მას შეუძლია პენალტები შეასრულოს. ისეთ გუნდში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ორი
ისეთი პენალტის გაფუჭება, რომელიც მე გავაკეთე, არ შეიძლება",
- თქვა რუნიმ.

რუნისა და ფერგიუსონის საუბრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფულჰემთან" მატჩში გამოიმუშავა პენალტი და რადგან ვან პერსი სათადარიგოთა სკამზე იყო, 11-მეტრიანი რაიან გიგზმა შეასრულა.

სავარაუდოდ, რუნი არც მომავალში დაარტყამს პენალტებს, თუმცა ფერგიუსონი დარწმუენბულია, რომ ინგლისელი ფორვარდი ამ ფუნქციას კვლავ დაიბრუნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული