"ნიუკასლის" ფეხბურთელი დენი სიმპსონი ქუჩაში ნაცემი, უგონო მდგომარეობაში იპოვეს

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" 26 წლის მცველი დენი სიმპსონი მანჩესტერში, ღამის ბარში ისე სცემეს, რომ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ეს ყველაფერი მანჩესტერის ერთ-ერთ სწრაფი კვების რესტორანში დილის 4 საათზე მოხდა.

პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში "ჩელსის" დამარცხების შემდეგ სიმპსონი მეგობრებთან ერთად გამარჯვების აღნიშვნას აპირებდა. რესტორანში ის ყოფილ თანაგუნდელებთან, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან, დენი უელბეკთან და ტიმ კლევერლისთან ერთად მივიდა.

Sportall.Ge

ღამის კლუბიდან გამოსულ სიმპსონს მოშივდა და ერთ-ერთ საქაბაბესთან რიგში უცნობ კლიენტთან ჩხუბი მოუვიდა. სიმპსონმა გაქცევა სცადა, მაგრამ ორმა უცნობმა სახეში დაარტყა. ფეხბურთელი
სასწრაფო დახმარების მანქანას უგრძნობ მდგომარეობაში დახვდა.

მეორე დღეს დენი სიმპსონმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ ყველაფერი რიგზეა: "ყველაფერი რიგზეა, ორი-ერთზე მეჩხუბნენ, ეს კი უსამართლოა".

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონმა მაკდონალდსში იჩხუბა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული