მეზღაპრე ლამპარდი

AutoSharing Option
ფეხბურთელებში ავტობიოგრაფიული წიგნების წერა პოპულარული საქმეა. მაგალითად, 27 წლის ასაკში უეინ რუნიმ უკვე ორი წიგნის გამოცემა მოასწრო, მაგრამ სულ სხვაა, რასაც ფრენკ ლამპარდი აპირებს.

"ჩელსის" 34 წლის ვარსკვლავმა გამომცემლობა Little, Brown Books for Young Readers-თან კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში 5 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ზღაპრების წიგნს დაწერს. ამ საქმეში მას დახმარებას გაუწევენ "ჰარი პოტერის" ავტორ ჯოან როულინგთან თანამშრომლობით ცნობილი პერსონები: ნილ ბლერი და ზოი კინგი.

ლემპსი არ არის პირველი ფეხბურთელი, ვინც მხატვრულ ლიტერატურაში აპირებს ძალების მოსინჯვას.
არსენალელ თეო უოლკოტს უკვე რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული ბავშვებისთვის. განსხვავებულ ჟანრში წერს ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტერი ვენეიბლზი. ის დეტექტიური ნოველებით არის ცნობილი.

თავისი პირველი წიგნის წერა ლამპარდმა დიდი ხანია, დაიწყო და მას მკითხველი ივნისში იხილავს. ცნობილია არა მხოლოდ სადებიუტო ნაშრომის სათაური, არამედ მოკლე შინაარსიც. სერიის პირველ წიგნს ერქმევა "ფრენკი მეკობრე-მძარცველების წინააღმდეგ", მეორეს – "ფრენკი რომაელთა წინააღმდეგ", მესამეს - "ფრენკი მუმიების წინააღმდეგ".

წიგნების გმირები იქნებიან სკოლის მოსწავლეები, ფეხბურთის გულშემატკივარი ფრენკი, მისი ერთგული ძაღლი მაქსი და მათი მეგობრები.

"ზღაპრების იდეა მაშინ მომივიდა, როცა ჩემს შვილებს პირადად ვუკითხავდი წიგნებს. ჩემს ოჯახში სპორტსა და კითხვას ყველა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მეც გადავწყვიტე, საფეხბურთო ისტორიებსა და თავგადასავლებზე შემეთხზა ამბები. გმირებს ჩემი იმ მეგობრების სახელები ერქმევათ, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვთამაშობდი," – განაცხადა ფრენკმა სპეციალურად ამ მოვლენისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ჩელსიში" ფრენკ ლამპარდის დატოვება გადაწყვიტეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული