მოქმედი ხელშეკრულება 63 წლის სპეციალისტს 1,5 წელიწადში უმთავრდება. ბოსებს მიაჩნიათ, რომ ფინანსური "ფეარ პლეის" ამოქმედების შემდეგ ფრანგის ხელმძღვანელობით გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე სეზონის ბოლომდე დასრულდეს.
ცხადია, თავად ვენგერს ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნება. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა უბრალო გულშემატკივრები 23 თებერვალს "ასტონ
"დეილი მეილის" ცნობით, არსენმა ასოციაციის თასიდან გამოვარდნის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებთან 45-წუთიანი შეხვედრა მოაწყო. გამოცემის მტკიცებით, ვოიცეხ შჩესნის "ემირიტსიდან" აბარგება მოუწევს, რადგან მისი ბავშვური შეცდომები თანდათან უფრო აუტანელი ხდება. პოლონელის შესაძლო მემკვიდრეთა შორის ასახელებენ მიხელ ვორმს (29 წელი, "სუონსი"), სიმონ მინიოლესა (24 წლის, "სანდერლენდი") და ასმირ ბეგოვიჩს (25 წლის, "სტოკ სიტი").
"მეთოფეებს", მეკარის გარდა, სხვა პოზიციების გაძლიერებაც მოუწევთ. "ტელეგრაფის" გვერდებზე ვკითხულობთ, რომ კლუბი მთავარ მწვრთნელს ზაფხულზე მინიმუმ 70 მილიონ ფუნტს გამოუყოფს, იმის მიუხედავად, მოახერხებს თუ არა "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაში გასვლას.
პრესა არსენალის წინააღმდეგ
ახლა კი უკომენტაროდ გთავაზობთ ციტატებს წამყვან ინგლისურ გაზეთებში გამოქვეყნებული მასალებიდან. ჩვენი კოლეგები არსენ ვენგერს დაუნდობლად აკრიტიკებენ:
ჰენრი უინტერი (ტელეგრაფი): "არსენალი" შვაინშტაიგერს უნდა უფრთხოდეს, რადგან ახლა ის ნახევარდაცვის ნამდვილი გმირია. მას ლონდონურ კლუბებთან თავისი ანგარიშები აქვს გასასწორებელი. შარშან, მაისში, ის ფრენკ ლამპარდმა დაატერორა, რამაც მას თავმოყვარეობა შეულახა. ახლა ის ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიუძღვის თავის გუნდს "უემბლიზე" გასამართი ფინალისკენ. 2010 წელს ვისაც ნაკრებში მის წინააღმდეგ უთამაშია, ყველა მოწიწებით ლაპარაკობს მასზე".
ენდი დანი (მირორი): "დაწერეთ ეს დიდი ასოებით: "არსენალი" - ეს სუსტების გუნდია. ფეხბურთელები ცალ-ცალკე და მთლიანად გუნდი უნებისყოფონი არიან. "არსენალი" სუსტია სატრანსფერო ბაზარზე და სუსტია მოედანზე. როცა ალექს ფერგიუსონმა ვენგერი ტელეფონზე საუბრისას დაარწმუნა, რომ ვან პერსი მისთვის მიეყიდა, არსენიც ზუსტად მაშინ გადაიქცა უნებისყოფო მენეჯერად".
დომინიკ ფაიფილდი (გარდიანი): "არსენ ვენგერი თავის დემორალიზებულ ფეხბურთელებს მოუწოდებს, ნებისყოფა გამოიჩინონ ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ. შესაძლოა, "არსენალი" ზუსტად ახლაა ყველაზე ცუდად მომზადებული ბუნდესლიგის ლიდერთან საბრძოლველად. საშინაო არენის მხარდაჭერა გუნდმა მაშინ დაკარგა, როცა გულშემატკივარმა გუნდი გასახდელში გამაყრუებელი სტვენით გააცილა. უტიტულოდ სეზონის დამთავრების ერთადერთი საეჭვო იმედი ახლა სწორედ ევროპაში თამაშზეა დამოკიდებული".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი: მასობრივი არეულობის აღსაკვეთად სპეცდანაყოფი გამოიძახეს [VIDEO]