"ამ მომენტისთვის ფაბიო ერთადერთ რამეზე ფიქრობს - ეს არის გამოჯანმრთელება და
ჭორი და სიმართლე სატრანსფერო სამიზნეებზე
მერსისაიდული კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ძალიან ბევრი იწერება. შევეცდებით, ყოველ მათგანზე მოკლედ მოგახსენოთ. მაშ ასე, ლაპარაკია "ლიონის" 23 წლის ცენტრალურ მცველ დეიან ლოვრენზე, ვისაც "ლომებთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და კლუბი მას 8-9 მილიონ ევრომდე აფასებს.
ცხადია, "წითლებს" პენსიაზე მიმავალი ჯეიმი კარაგერის კვალიფიციური შემცვლელი სჭირდებათ.
უკანახაზელებიდან "ლივერპულს" უკავშირებენ "სელტიკის" 24 წლის ნიგერიელ სტოპერ ეფე ემბროუზის სახელსაც. აფრიკელს "კელტებთან" ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ინგლისელებს მისი შეძენა საკმაოდ იაფი, 2-3 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
შოტლანდიურმა გამოცემებმა ემბროუზის კომენტარი მოიპოვეს. ცხადია, ის პერსპექტივით აღფრთოვანებულია: "უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუკი ამ მასშტაბის კლუბი ჩემი ყიდვით დაინტერესდება. ჩემი ოცნება საბოლოოდ სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში თამაშია, მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ "სელტიკ პარკზეც" ძალიან ბედნიერი ვარ".
დაბოლოს, შესაძლოა, მომდევნო სეზონში "ენფილდზე" ამოჰყოს თავი "ანდერლეხტის" 27 წლის არგენტინელმა ჩამშლელმა ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ. ბრიუსელელები თავიანთ ვარსკვლავს 5,5 მილიონ ევროდ აფასებენ. სამხრეთამერიკელის ყიდვას ზაფხულში "არსენალი" და "საუთჰემპტონიც" შეეცდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრენდან როჯერსი: "ლივერპულს" ზამთარში გაძლიერება ელის