პრემიერლიგა. XXVII ტურის წინ: "უემბლის" ჩრდილში

AutoSharing Option
კვირას ინგლისში დიდი ფეხბურთია. "უემბლიზე" "სუონსი" "ბრედფორდს" ლიგის თასის ფინალში შეხვდება.

ვინც უნდა თამაშობდეს რაგინდარა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში, მთელი კუნძულის ყურადღებას სწორედ ის იქცევს. იმის მიუხედავადაც კი, რომ XXVII ტურს "მანჩესტერ სიტი"-"ჩელსის" დაპირისპირება ამშვენებს.

ჩვენც უქმეების დაპირისპირებებზე მოკლედ მოგითხრობთ. ჰო, მოგეხსენებათ, ტური არასრულია. 17 თებერვალს ერთი თამაში უკვე გაიმართა, რომლის შედეგი ნამდვილად გეცოდინებათ.

"ქრევეინ კოტეჯზე" "ფულჰემი" "სტოკ სიტის" მასპინძლობს. ტონი პულისის გუნდმა უკანასკნელ ტურში ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა "რედინგთან" და ჩვენი პროგნოზით, ის თამაშს არც დღეს წააგებს, რადგან "კოტეჯელებიც" არ
არიან უკეთეს ფორმაში.

"არსენალს" "ემირიტსზე" მიჯრით მესამე თამაში ელის. წინა ორში ის უკვე დამარცხდა. "ბლექბერნთან" ასოციაციის თასზე თუკი კიდევ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ გუნდს არ გაუმართლა, ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნთან" არსენ ვენგერის ბიჭების თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.

თუკი ასეთი წაგებების შემდეგ საერთოდ შეიძლება ნამუსის მოწმენდა, "მეთოფეებმა" ეს აუტსაიდერ "ასტონ ვილასთან" უნდა გააკეთონ. სტრესის დაძლევის შემთხვევაში, მასპინძლებმა 3 ქულა უეჭველად უნდა აიღონ.

თუკი 2013 წელს ჩატარებული თამაშებით ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ პრემიერლიგიდან გავარდნას იმსახურებს, პირველ რიგში ეს "ნორვიჩია". "იადონებს" ჩემპიონატში 9 მატჩია, არ უმარჯვიათ.

"ევერტონი" ნელ-ნელა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში პოზიციებს თმობს. მერსისაიდელებს კონცენტრაცია მოუწევთ, თუკი არ სურთ, რომ სხვაობა ლიდერებთან კიდევ უფრო გაიზარდოს.

"ქუინზ პარკის" მთავარ მწვრთნელს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მის გუნდს შეუძლია ელიტაში ადგილის შენარჩუნება.

გვეჩვენება, რომ ჰარი რედნაპის ოპტიმიზმი უადგილოა. სხვადასხვა დათვლით, "რეინჯერებს" დარჩენილ 12 ტურში 16-18 ქულის მოპოვება დასჭირდებათ. ანუ იმაზე მეტის, ვიდრე აქვთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ქულების ასაღებად საუკეთესო კანდიდატურა ნამდვილად არ არის.

თუკი "რედინგმა" იმავე დონეზე განაგრძო თამაში, როგორც ამას ახალი წლიდან მოყოლებული აკეთებს, ჩემპიონშიპში დაქვეითება აღარ დაემუქრება. ვის "ერგება ამხელა პატივი", ამას სხვა აუტსაიდერები გაარკვევენ.

"არისტოკრატებს" კი დღეს "ექვსქულიანი" თამაში ელით. ბრაიან მაკდერმოტს უშუალო კონკურენტი სტუმრობს და ჩვენი აზრით, შესანიშნავი შანსიც აქვს წარმატებისთვის.

"ვესტ ბრომვიჩსა" და "სანდერლენდს" შორის სხვაობა 8 ქულაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ "ჰოუტორნსზე" მასპინძელი უპირობო ფავორიტია. ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, უპირატესობა შესაძლოა სულაც "შავ კატებს" მივანიჭოთ. თუმცა წინდაწინ სტივ კლარკის შეგირდების წარმატებასაც ვერ გამოვრიცხავთ.

"მანჩესტერ სიტი"-"ჩელსის" თამაში რეალურად ერთადერთ შეკითხვას გასცემს პასუხს. შეძლებს თუ არა ლონდონური გრანდი ვიცე-ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ოქროს მედლებზე ოცნებას კი ინგლისში უკვე შეეშვნენ, რადგან უკვე ცხადია, თუ ვინ იქნება ჩემპიონატის გამარჯვებული. ჩვენი პროგნოზით მასპინძელი შეძლებს სეზონის ბოლომდე ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას.

"ნიუკასლი" "საუთჰემპტონს" დაუხვდება. ამ შეხვედრის პროგნოზი ძალიან გვიჭირს. ერთი მხრივ მასპინძელი ფრანგი ლეგიონერების წყალობით ძალიან მოძლიერდა, მაგრამ სტუმარი ბოლო ხანს ფეხზე მყარად დგას.

ვერ წარმოგვიდგენია, მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს გავარდნის საფრთხე კიდევ დაემუქროთ. შესაბამისად, გვგონია, რომ მათი შესრულებით ლაღი ფეხბურთის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

ტურს "აპტონ პარკზე" ლონდონური დერბი დაასრულებს. სწორედ ამ დღეებში თქვა ანდრე ვილაშ ბოაშმა, გარეთ ბეილი ნამდვილი ლიდერია, მაგრამ ერთი კაცის გუნდი ნამდვილად არ ვართო. ამის დასტური იყო ევროპალიგის თამაში "სტად დე ჟერლანზე", სადაც "დეზები" მარცხს ბოლო წუთებზე გადაარჩინა მუსა დემბელემ. წესით ჩრდილოლონდონელები არც "ჩაქუჩებთან" უნდა დამარცხდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი პროგნოზი ასეთია.

პრემიერლიგა. XXVII ტური

17 თებერვალი
ლივერპული-სუონსი 5:0

VideoSportall.Ge
ლივერპული - სუონსი 5:0


23 თებერვალი
ფულჰემი-სტოკ სიტი 16:45
ტრავმა: მაჰამადუ დიარა, კერიმ ფრეი, ნილ ეტერიჯი, ეიონგ ენო - მაიკლ ოუენი, მარკ უილსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +13=7-9 (43-33)

არსენალი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: ბაკარი სანია, კირან გიბსი - რიჩარდ დანი, კარიმ ელ აჰმადი, გაბრიელ აგბონლაჰორი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 168 თამაში: +69=39-60 (264-243)

ნორვიჩი-ევერტონი 19:00
ტრავმა: ჯონ რადი, ენდრიუ სერმენი, ენტონი პიკლინგტონი, რაიან ბენეტი, ალექსანდერ ტეტი - ტონი ჰიბერტი, სიმუს კოულმენი, ვიქტორ ანიჩებე
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +13=16-17 (60-69)

ქუინზ პარკი-იუნაიტედი 19:00
ტრავმა: ენდრიუ ჯონსონი, ლოიკ რემი, ჰოგან ეფრაიმი - ფილ ჯონსი, უეინ რუნი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +6=10-26 (42-75)

რედინგი-უიგანი 19:00
ტრავმა: მიკელე ლიგერტვუდი, ჯიმი კებე, ალექს მაკარტი, ჯეისონ რობერტსი - ანტოლინ ალკარასი, ალბერტ კრუსატი, ბენ უოტსონი, მაიკლ პოლიტი, ემერსონ ბოისი, ივან რამისი, როი მიაიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +7=5-7 (20-22)

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლ. 19:00
ტრავმა: ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა - დენი როუზი, ვეს ბრაუნი, ჯეიმს მაკლინი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 109 თამაში: +40=29-40 (177-185)

24 თებერვალი
სიტი-ჩელსი 17:30
ტრავმა: მიკა რიჩარდსი, ვენსან კომპანი, ხავი გარსია, გარეთ ბარი - ორიოლ რომეუ
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 128 თამაში: +40=36-52 (163-188)

ნიუკასლი-საუთჰემპტონი  17:30
ტრავმა: ჰატემ ბენ არფა, იოან გუფრანი, დენ გოსლინგი, რაიან ტეილორი, შეიკ ტიოტე, სემი ამეობი, ჰარის ვუკჩიჩი - ხოსე ფონტე, გასტონ რამირესი, გული დო პრადო, ლუკ შოუ
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 თამაში: +21=13-18 (79-68)

25 თებერვალი
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 00:00
ტრავმა: ჯორჯ მაკარტნი, ჯო ობრაიენი, ჯეიმს კოლინზი, დენიელ პოტსი - იუნეს კაბული, ტომ ჰადლსტოუნი, ჯერმეინ დეფო, სანდრო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 100 თამაში: +34=23-43 (140-156)

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge
ბომბარდირები: 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 18 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXVII ტური: წარუმატებელი სერიის დასასრული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული