Goal.com-მა მსოფლიოს კვირის საუკეთესო ფეხბურთელად
გარეთ ბეილი დაასახელა. "ტოტენჰემის" 23 წლის უელსელმა გარემარბმა ბოლო კვირის განმავლობაში ორ მატჩში გამოიჩინა თავი. "ტოტენჰემმა" ორი ლონდონური დერბი მოიგო - ჯერ "ვესტ ჰემთან" 3:2 (გარეთმა დუბლი შეასრულა) და შემდეგ "არსენალთან" 2:1 (ბეილის ანგარიშზე გოლია).
კვირის ფეხბურთელობის სხვა კანდიდატები იყვნენ:
კრიშტიანო რონალდო (რეალი),
ფრანჩესკო ტოტი (რომა),
ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო) და
იურგენ ლოკადია (პსვ, ეინდჰოვენი).
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ბრწყინვალე ბეილი, პარიზელთა მიღწევები და დიდი იმედგაცრუება