"ჩელსი" ფალკაოში თითქმის 60 მილიონს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" აგრძელებს "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს "დევნას" და მზადაა, გაცილებით მეტი შესთავაზოს ესპანურ კლუბს ვარსკვლავის სანაცვლოდ.

ინგლისური პრესა რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული წყაროს ცნობას ავრცელებს – ზაფხულში "ჩელსი" "ატლეტიკოს" ფალკაოს სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს შესთავაზებს (გეტყვით, რომ ოფიციალური საკომპენსანციო თანხა, რაც ფალკაოს კონტრაქტით არის გათვალისწინებული, 60 მილიონ ევროს შეადგენს).

თავად ფეხბურთელს ლონდონელები ზღაპრულ ხელფასს ჰპირდებიან – წელიწადში 11,6 მილიონ ევროს.

შეგახსენებთ, რომ ფალკაოს შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურს.

წლევანდელ სეზონში კოლუმბიელმა 23 მატჩში 21 გოლი გაიტანა და პრიმერაში მხოლოდ ლიონელ
მესის
(39) და კრიშტიანო რონალდოს (24) ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რადამელ ფალკაო: გამორიცხული არაა, კარიერა იტალიაში გავაგრძელო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული