შეხვედრის დასრულების შემდეგ ბენიტესმა ფერგიუსონს ხელი ვერ ჩამოართვა.
"მატჩის შემდეგ ფერგიუსონს ველოდი. მე ნორმალურად აღზრდილი ვარ. გარდა ამისა, მატჩს ბევრი ადამიანი უყურებს. ამიტომ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. რატომ არ მოვიდა? თავად ფერგიუსონს ჰკითხეთ, თუ ამის სიმამაცე გყოფნით.
რაც შეეხება შეხვედრას, ვფიქრობ, რომ "ჩელსი" გამარჯვებას იმსახურებდა. მეორე ტაიმში მთლიანად ვდომინირებდით, უამრავი მომენტი შევქმენით და მატჩს ვაკონტროლებდით.
ხუან მატამ მითხრა, რომ დე ხეამ თამაშის მიწურულს შესანიშნავი სეივი
ჯერ საპასუხო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, ხოლო შემდეგ "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე. რთული საპასუხო თამაში გველის", - თქვა ბენიტესმა.
მომზადებულია uk.reuters.com-სა და BBC-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი: ბელგიელი ედენ აზარის გენიალური სოლო [VIDEO]