სტივენ ჯერარდი: ფანებს აქვთ უფლება, გაკიცხონ რიო ფერდინანდი

AutoSharing Option
მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ინგლისის ნაკრებმა ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო პარასკევს, სტუმრად სან მარინო 8:0 დაამარცხა. თუმცა სტუმრად გაყოლილი ფანები მაინც უკმაყოფილო იყვნენ - ისინი რიო ფერდინანდს მოიხსენიებდნენ უდიერად.

შეგახსენებთ, რომ რიო დიდი პაუზის შემდეგ გამოიძახეს ნაკრებში, მაგრამ ვეტერანმა მცველმა შეკრებაზე გამოცხადების შემდეგ, ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.

თავისი აზრი გამოთქვა ამის შესახებ სტივენ ჯერარდმა: "ფანებს აქვთ უფლება რიო ფერდინანდი გააკრიტიკონ. ამხელა გზა გამოიარეს და საკმაოდ ფულიც დახარჯეს საყვარელი ფეხბურთელის სანახავად და ის გუნდში არ დახვდათ. თუმცა ეს იყო რიოს გადაწყვეტილება და
ჩვენ, კოლეგებმა მას პატივი უნდა ვცეთ
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერდინანდი დაბრუნდა და წავიდა, ვეტერანს დასვენება სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული