- არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მე უფრო მეტად ვარ შეფასებული, ვიდრე ვიმსახურებ. ამის გამო, ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გამოვდივარ, უნდა დავამტკიცო, თუ რა შემიძლია. მთავარია, ვიცი, ამ ზეწოლას როგორ გავუმკლავდე. ინგლისის ნაკრებების ღირსების დაცვა ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. განსხვავება ეროვნულსა და ასაკობრივ გუნდებს შორის მხოლოდ ემოციური მხარეა. სტივენ ჯერარდისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით თამაშის შანსი ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო.
მაღალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად თამაში, შანსიც კი, რომ დრო მათთან ერთად გავატარო, ინგლისის ნაკრების ფორმა მეცვას, არასოდეს გახდება ჩემთვის ერთი რიგითი ეპიზოდი. თუმცა ყველანაირად ვეცდები, შევეგუეო ამ ყველაფერს და ვითამაშო ისე, როგორც შემიძლია. ამ თემაზე როცა ვფიქრობ, სულაც არ ვნერვიულობ. ფეხბურთის თამაში, ეს არის ერთადერთი, რასაც ჩემგან ითხოვენ. ჩემთვის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობაც დიდი პატივია. ბიჭებთან კარგად ვარ შეთამაშებული და მათ გვერდით თავს კარგად ვგრძნობ. "იუნაიტედში" გადასვლა ჩემთვის იმის შესაძლებლობა იქნება, რომ ჩემი საფეხბურთო ოსტატობა საერთაშორისო არენაზე წარმოვაჩინო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალმა ვარსკვლავმა "ლიდსის" ფანებს შუათითი უჩვენა