წლის მოთამაშის პრიზი ჩემპიონშიპში "უოტფორდის" 20 წლის ჩეხმა თავდამსხმელმა მატეი ვიდრამ მოიპოვა; მისი უშუალო კონკურენტები იყვნენ "კრისტალ პალასის" ფორვარდი გლენ მარი და "ბლექპულის" 21 წლის ნახევარმცველი ტომას ინსი.
ლიგა ერთში ანალოგიური აღიარება მოიპოვა ბორნმუთელმა მეტ რიჩიმ, ლიგა ორში პორტვეილელმა ტომ პოუპმა. ჩემპიონშიპში წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს ტომას ინსი, ვინც ცერემონიალზე მამამისთან, პოლ ინსთან ერთად გამოცხადდა.
პრიზი გამორჩეული სამწვრთნელო მიღწევისთვის "ბრედფორდის" თავკაც ფილ პარკინსონს გადაეცა, ვისმა გუნდმაც ლიგის თასის ფინალში გააღწია,
დაბოლოს, ლიგამ ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მეკარე პეტერ შილტონი ფეხბურთის ერთგულებისთვის საპატიო პრიზით დააჯილდოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანფრანკო ძოლა: ჩემი მწვრთნელებიდან ხოსეპ გვარდიოლას ვერავის შევადარებ