ჟოზე მოურინიო: ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში დავბრუნდები, "ჩელსიში" ან სხვა კლუბში

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს ლონდონში ჩასვლამ ბევრი მითქმა-მოთქმა გააჩინა. ინგლისურმა პრესამ უკვე გაჩარხულად ჩათვალა პორტუგალიელი სპეციალისტის და რომან აბრამოვიჩის მოლაპარაკება. ინგლისელი ჟურნალისტების მტკიცებით, მოურინიო ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" აიბარგება და ლონდონის "ჩელსიში" გადავა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად 50 წლის სპეციალისტმა გააკეთა:

"ახლა ჩემზე არანაირ გავლენას არ ახდენს ათასი ჭორი და სპეკულაცია. იმათ, ვინც კარგად მიცნობს, შესანიშნავად იციან, რომ ახლა მხოლოდ "რეალში" მუშაობაზე ვფიქრობ.

არ უარვ
ყოფ, რომ ამინდის მიუხედავად, ინგლისში ყოფნა მიყვარს. აქ მე სახლიც მაქვს. "ჩელსისთან" დიდი ემოციური კავშირი მაქვს. ერთ მშვენიერ დღეს
აუცილებლად დავბრუნდები ინგლისში, "ჩელსიში" ან რომელიმე სხვა კლუბში.

რა თქმა უნდა, "ჩელსი" ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჩემს გულშია, ისევე, როგორც - მილანის "ინტერი".


ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო ლონდონის "ჩელსიში" ბრუნდება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული