49-ე წუთზე ხუან მატას პასით დემბა ბამ საოცარი ბურთი გაუტანა დავიდ დე ხეას, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადათამაშება. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 2:2 დასრულდა.
ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" შეხვდება, მეორე ნახევარფინალურ წყვილს "მილუოლი" და "უიგანი" შეადგენენ.