პასუხი რობერტო მანჩინის

AutoSharing Option
გვესმის, რომ რობერტო მანჩინიმ იხუმრა, მაგრამ მაინც გვგონია, რომ სკანდალური განცხადება გამოუვიდა, როცა თქვა, სამირ ნასრი წელს თავისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს გვიჩვენებს, რადგან მონდომება აკლია და ამის გამო ხანდახან მინდა, რომ გემოზე მოვცხოო.

25 წლის ფრანგი მანჩინის შეგირდია და არა მისი მეგობარი, რომ მას ამ ტონით ელაპარაკონ. აი, რა უთხრა მან ფრანგულ ტელეარხებს: "მესმის, რომ საუკეთესო ფეხბურთს ვერ ვთამაშობ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. როცა მანჩინი აცხადებს, რომ მხოლოდ ნახევრად ვიხარჯები, ეს ტყუილია".

ინტერვიუში ლაპარაკი "არსენალიდან" "სიტიში" ტრანსფერზე მიდგა.
ნასრიმ არანაკლებ საინტერესო განცხადება გააკეთა: "არსენ ვენგერი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. მას ჩემი სხვებზე მეტად ესმოდა და ჩემი პოტენციალის დანახვა სხვებზე უკეთ შეეძლო. მისი მადლობელი ვარ იმ როლისთვის, რომელიც მან ჩემს ცხოვრებაში ითამაშა.

თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არ ვნანობ "სიტიში" გადასვლას. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ვენგერთან კონტაქტი აღარ მაქვს. ლონდონში დარჩენა და თამაში მინდოდა, მაგრამ ტრანსფერი მაინც შედგა. ამაში დამნაშავე სტენ კროენკეა ("არსენალის" უმთავრესი აქციონერი. რედ). ჩემი გაყიდვა სწორედ მას სურდა. ვენგერმა მითხრა კიდეც, რაკი ფაბრეგასი მიდის, მინდა, რომ შენ მაინც დარჩეო, მაგრამ კროენკემ თავისი გაიტანა. მეც დავთანხმდი წასვლაზე
. პირადად მხოლოდ და მხოლოდ სპორტული მოტივაცია მამოძრავებდა და არა ფული.

"არსენალისა" და "სიტის" შედარება შეუძლებელია. მანჩესტერში ბევრად უფრო ძლიერი გუნდი შეიკრა. აქ მე ჩემპიონი გავხდი, მაშინ, როცა "არსენალის" მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაა
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამირ ნასრი: ვენგერთან მუშაობა გაცილებით იოლია, ვიდრე მანჩინისთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული