იაია ტურემ "მანჩესტერ სიტისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"სანის" ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" 29 წლის ნახევარმცველმა იაია ტურემ კლუბთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად, კვირაში მისი ანაზღაურება 220 ათასი ფუნტი (260 ათასი ევრო) იქნება.

2017 წლის ზაფხულამდე "ქალაქელებს" ივუარელის შენახვა 42 მილიონი ფუნტი (49,5 მლნ ევრო) დაუჯდებათ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა დმიტრი სელიუკმა კლუბს ულტიმატუმი წაუყენეს, თუკი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმება არ შედგა, ზაფხულზე "ეტიჰადიდან" წასვლაზე ვიფიქრებთო. ჭორ-მართალიც სწორედ ამის მერე აგორდა.

ესპანურმა, ინგლისურმა და რუსულმა პრესამ დებატები გააჩაღეს, სად უფრო რეალური იყო იაიას წასვლა - "რეალში",
"ჩელსისა" თუ "ანჟიში". საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ეს კამპანია მხოლოდ და მხოლოდ "სიტის" დაშინებას ემსახურებოდა მიზნად.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მენეჯმენტმა პროცესი დააჩქარა და ყველაფერს წერტილი დაუსვა. ტურემ, პრაქტიკულად, ყველაფერი მიიღო, რასაც ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ტურე "ეტიჰადზე" 2010 წლის ივლისის შემდეგ თამაშობს. "სიტიმ" "ბარსელონას" მასში 24 მილიონი ევრო გადაუხადა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "სიტიში" აფრიკელმა 100-მდე მატჩი ჩაატარა, სადაც 17 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იაია ტურე შეიძლება "ანჟიში" აღმოჩნდეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
220 ათასი ფუნტი ამ...... .......... ტოო?? :))) რაში პროსტა თორე სერიოზული იგროკი რო იყოს ბაზარი არაა მარა ია ია ტურეს ფეხბურთის ყურებას იების გაზრდა ჯობია ქოთანში :)))
cherqeza
02:09 07-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული