არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ "იუნაიტედისა" და "სიტის" დაპირისპირება სატურნირო ინტრიგას პრაქტიკულად მოკლებულია.
სტუმარმა თუნდაც წაიღოს სამი ქულა "ოლდ ტრეფორდიდან", დარჩენილ 7 თამაშში (ცხრილის ლიდერებს თითო თამაში გამოტოვებული აქვთ) 12 ქულის გაბათილებას რობერტო მანჩინის გუნდი ვერ მოახერხებს. "ეშმაკების" წარმატების შემთხვევაში კი ისინი ჩემპიონობას თეორიულად ვერ ინაღდებენ.
მანჩესტერულ დერბიში ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარი აქ გამარჯვებულის სახელია.
"იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი წინა დღეებში აცხადებდა, რომ მას
"დერბიში თამაში ყველა ფეხბურთელს სულითა და გულით სურს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ჩვენმა შეხვედრებმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
ამჯერად ჩვენ რთულ სიტუაციაში გვიწევს ასპარეზობა. შაბათს "სანდერლენდთან" მატჩიდან ორ დღეში "ჩელსისთან" მოგვიხდა დაპირისპირება, იქამდე კი ფეხბურთელების უმრავლესობა ნაკრებებში იყო წასული.
მსგავსი სიტუაცია ჩვენთვის უცხო არ არის. მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების გათვალისწინება და შემადგენლობის ისე შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - თქვა ფერგიუსონმა.
"სიტიზე" რისი თქმა შეიძლება? რობერტო მანჩინისა და კომპანიას დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვთ. მათ შეუძლიათ გამოვიდნენ და ითამაშონ ისე, როგორც იციან და შეუძლიათ. კუთხეში მიმწყვდეული მტერი კი ნამდვილად ძალიან საშიშია.
თუკი იტალიელი მწვრთნელი დღევანდელ დაპირისპირებას მოიგებს და ამას ასოციაციის თასის მოგებასაც მიაყოლებს, ნამდვილად შეუძლია "ეტიჰადზე" დარჩენის იმედი ჰქონდეს.
ჩრდილოლონდონელები
ახლა კი, მოდი, სხვა მატჩებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. შაბათს ჩემპიონატის ერთი ლიდერი თამაშობს - "ვესტ ბრომვიჩს" "არსენალი" ესტუმრება.
"მეთოფეები" "ტოტენჰემს" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მხოლოდ ერთი დაკარგული ქულით ჩამორჩებიან და ის, რომ "ბაზელთან" ევროპა ლიგის შეხვედრაში "დეზებმა" გარეთ ბეილი ტრავმის გამო დაკარგეს, სწორედ არსენ ვენგერის წისქვილზე ასხამს წყალს.
თავის მხრივ "არსენალი" საფინიშო სპურტს კარგ ფორმაში შეხვდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფრანგის სამწვრთნელო კვალიფიკაციას.
ანდრე ვილაშ ბოაშს კოჭის ტრავმის გამოისობით ბეილი გამოაკლდა. გამორიცხულია ჯერმეინ დეფოს თამაშიც. "უაით ჰართ ლეინზე" ვერც დევიდ მოიესი ითამაშებს ოპტიმალური შემადგენლობით.
16 მარტს "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში (2:0) მარუან ფელაინიმ სეზონში მე-10 ყვითელი ბარათი მიიღო, სტივენ პიენაარი კი გააძევეს. მერსისაიდელთა ნახევარდაცვის ლიდერებმა ამის გამო 2-2 თამაშიანი დისკვალიფიკაციები მიიღეს.
ასე რომ, უქმეების ცენტრალურ დაპირისპირებაში გუნდების შანსებს ეს ათანაბრებს.
დი კანიო და სხვები
წინა ტურის შემდეგ ბრიტანული პრესა თუკი რამეზე დიდი გატაცებით წერდა, ეს "სანდერლენდის" ახალი მთავარი მწვრთნელი პაოლო დი კანიო იყო.
კუნძულზე ზოგადად ძალიან უყვართ სკანდალისტი პერსონაჟები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჟურნალისტებს გული დასწყდათ მარიო ბალოტელის "მილანში" გადასვლის გამო.
თუმცა ერთი იტალიელი მეორე არანაკლებ კოლორიტულმა ფიგურამ ჩაანაცვლა და ბრიტანეთშიც შვებით ამოისუნთქეს.
44 წლის აპენინელს ურთულესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი. მისი ერთადერთი შანსი "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" რთული გრაფიკია. 8 დღეში დედაქალაქელებისთვის ეს უკვე მე-4 თამაში იქნება.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, ჯერჯერობით, რაფა ბენიტესის შეგირდები ღირსეულად აბარებენ გამოცდას. შუა კვირაში მათ ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლიეს, შემდეგ ყაზანის "რუბინს". ასე რომ, არ გვგონია, "შავ კატებს" იოლი საქმე დახვდეთ.
დაბოლოს, "ლოფტუს როუდზე" აუტსაიდერთა შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში გაიმართება: "ქუინზ პარკი" "უიგანს" მიიღებს.
"რეინჯერებს" ნამდვილად ერთ-ერთი ბოლო შანსი აქვთ, რომ პრემიერლიგაში დასარჩენად ბრძოლას არ გამოაკლდნენ. ჰარი რედნაპმა ამ დღეებში კლუბის მეპატრონისგან გარანტია მიიღო, რომ დაქვეითების შემთხვევაშიც კი მას არაფერი ემუქრება.
პრემიერლიგა. XXXII ტური
6 აპრილი
რედინგი-საუთჰემპტონი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შონ მორისონი, ჰოუპ აკპანი, ნიკ არნოლდი, გოზი უგვუ, ჯონათან ჰენლი, დიმონიკ სამუელი, მეტ პეტრიჯი - ადამ ლალანა, არტურ ბორუცი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +2=3-2 (8-6)
ნორვიჩი-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონ რადი, ენდრიუ სერმანი, ენტონი პიკლინგტონი - ნილ ტეილორი, ანხელ რანხელი, დარნელ შიტუ, კემი აგუსტიენი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=0-4 (16-18)
სტოკი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მეტიუ ეთერინგტონი - რიჩარდ დანი, კირან კლარკი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 68 თამაში: +22=18-28 (78-105)
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 18:00
დისკვალიფიკაცია: იუსუფ მულუმბუ (ვესტ)
ტრავმა: ჯეიმს მორისონი, ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა - ვასირიკი დიაბი, ჯეკ უილშირი, თეო უოლკოტი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 117 თამაში: +31=27-59 (151-208)
7 აპრილი
ლივერპული-ვესტ ჰემი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯო ალენი, ფაბიო ბორინი, მარტინ კელი ჯონ ფლენაგანი - ჯორჯ მაკარტი, მარკ ნოუბლი, დანიელ პოტსი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 102 თამაში: +56=26-20 (174-95)
ტოტენჰემი-ევერტონი 17:05
დისკვალიფიკაცია: პიენაარი, ფელაინი (ევერ)
ტრავმა: იუნეს კაბული, ჯერმეინ დეფო, უგო ლორისი, გარეთ ბეილი, რანიერ სანდრო - ტონი ჰიბერტი
დისკვალიფიკაცია: - მარუან ფელაინი, სტივენ პიენაარი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 150 თამაში: +55=47-48 (229-198)
ჩელსი-სანდერლენდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეშლი კოული, ორიოლ რომეუ, გარი კეჰილი - ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, დევიდ ვონი, კარლოს კუელიარი, სტივენ ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 103 თამაში: +51=18-34 (189-155)
ნიუკასლი-ფულჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფაბრისიო კოლოჩინი, დავიდე სანტონი, ჰატემ ბენ არფა, რაიან ტეილორი, მასაიდო აიდარა, შეიკ ტიოტე, მატიო დებუში, ჰარის ვუკჩიჩი - მაჰამადუ დიარა, ნილ ეთერიჯი
დისკვალიფიკაცია: - სტივ სიდუელი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +11=7-19 (55-63)
ქუინზ პარკი-უიგანი 19:10
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რობერტ გრინი, სამბა დიაკიტე, არმან ტრაორე, ენდრიუ ჯონსონი - ალბერტ კრუსატი, ბენ უოტსონი, მაიკლ პოლიტი, ივან რამისი, რიო მიაიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=4-2 (10-9)
8 აპრილი
იუნაიტედი-სიტი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფაელ და სილვა, ჯონი ევანსი, ნემანია ვიდიჩი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი - მიკა რიჩარდსი, სისენანდო მაიკონი, ჯეკ როდუელი, მატეა ნასტასიჩი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 140 თამაში: +56=45-39 (202-192)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 16 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 15 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი) 14 - რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"