"ეს "სიტისთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი თამაშია. მათ აქ მოსვლა და ჩვენი დამარცხება სწადიათ.
მათი მოტივაცია გასაგებია, მათ ადგილზე რომ ვიყოთ, ჩვენც იგივე გვენდომებოდა.
ამ თამაშს მთელი მსოფლიო ნახავს და შესაბამისად, უფლება არ გვაქვს, სათანადოდ არ განვეწყოთ", - თქვა ფერგიუსონმა, რომლის გუნდიც პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 77 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფი "სიტი" კი 15 ქულით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXII ტური: ცვლილებების ტური [VIDEO]