წყაროს ინფორმაციით, "კანონირებს" უკვე დაუწყიათ კასილიასის ტრანსფერზე მუშაობა. ინგლისელები მზად არიან, ესპანეთის ნაკრების 31 წლის გოლკიპერის სანაცვლოდ მადრიდის "რეალს" დაახლოებით 20 მილიონი ევრო შესთავაზონ.
არსენ ვენგერი იკერ კასილიასში ლიდერს ხედავს, რომელსაც შეუძლია "არსენალის" ფანებსა და ფეხბურთელებში ცეცხლის დანთება. ასევე, ის იდეალური "მასწავლებელი" იქნება ვოიცეხ შჩესნისთვის.
შეგახსენებთ, რომ დაძაბული ურთიერთობა ჟოზე მოურინიოსა და იკერ კასილიასს შორის უკვე ვერ იმალება. პორტუგალიელმა მწვრთნელმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ იკერს დიეგო ლოპესი ურჩევნია.
ჟოზე მოურინიო: დიეგო ლოპესი უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე იკერ კასილიასი