გარი ნევილი: "სიტი" ვერ შეძლებს გუნდის აშენებას აკადემიის აღზრდილების გარეშე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი გაკვირვებულია, რომ "სიტი" ამ ბოლო დროს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელებით არ გაძლიერდა.

"არ მესმის, "მანჩესტერ სიტის" აკადემიიდან რატომ ვერ დაიმკვიდრა ვერავინ ადგილი ძირითად გუნდში.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ მოიგეს ინგლისის თასი და ამ ტურნირის ბოლო ტურებში თამაშობდნენ.

მე მყავ
ს ისინი ნანახი, როდესაც "იუნაიტედს" უგებდნენ. უნდა არსებობდეს რაღაც მოდელი, რომელიც ამ ფეხბურთელებს ძირითად გუნდში გადაიყვანს. "სიტიში" მე ასეთ მოდელს ვერ ვხედავ.

თუ არ გამოს
ცდი 17 წლის ბრიტანელ, ფრანგ ან აფრიკელ ბიჭს, ვერ გაიგებ, რა შეუძლია
მას. ასეთ ასაკში აზ
რზე არ ვიყავი, შევძლებდი თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშს. სიმართლე გითხრათ, არც ალექს ფერგიუსონმა იცოდა, შევძლებდი თუ არა.

ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ შესაძლებლობა, საკუთარი ძალები გამოსცადონ და ამ დონეზე იცხოვრონ.

დანიელ სტარიჯი კარგად თამაშობდა, მაგრამ ის წავიდა "სიტიდან". არ შეიძლება კლუბს მომავალი ჰქონდეს, თუ ახალგაზრდები არ გამოსცადე, რომ შემდეგ მათ გარშემო გუნდი ააშენო",
- თქვა ნევილმა.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული