ტრავმებისგან მოგვიანებით 2 ადამიანი კიდევ გარდაიცვალა. "ლივერპულის" გულშემატკივრებს წლების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ გამოძიების ოფიციალური დასკვნა, რომლის თანახმადაც, დამნაშავენი თავად ფანები იყვნენ და რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები 22 წელიწადზე მეტხანს იმეორებდნენ, ყველაზე მეტად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ზეგავლენის "დამსახურება" გახლდათ.
ორშაბათს 87 წლის ასაკში "რკინის ლედი" გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, გამოქვეყნდეს
აი, რა თქვა "ლივერპულ ეხოსთან" ინტერვიუში მოძრაობის "სამართლიანობა ჰილსბოროსთვის" ხელმძღვანელმა შეილა კოლმენმა: "ყველაფრის მიუხედავად, პატივს ვცემ გარდაცვლილ ადამიანებს, მაგრამ ქალბატონი ტეტჩერისგან განსხვავებით, მე სიცოცხლესაც ვაფასებ. არ მგონია, რომ მერსისაიდში მისი დაღუპვის შემდეგ ბევრს ეგლოვა.
იმედია, ახლა მაინც გვეღირსება დოკუმენტაციის გამოქვეყნება, თუ ვისი დამსახურება იყო ტრაგედიის დეტალების დამალვა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა და კატასტროფაში დამნაშავე პირებს ხელი დააფარა. მოქმედი მთავრობისგან მოვითხოვთ, ახლა მაინც გვითხრან სრული სიმართლე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"