უკანასკნელი დიდი გამარჯვება კი 2008 წლის 17 მაისით თარიღდება, როცა ჰემპშირელებმა ჰარი რედნაპის ხელმძღვანელობითა და ნვანკვო კანუს ერთადერთი გოლის წყალობით ასოციაციის თასზე ფინალში "კარდიფს" სძლიეს (გზად "ოლდ ტრეფორდზე" მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგეს 1:0).
ამ პერიოდისთვის სამხრეთელებს უკვე სერიოზული ფინანსური პრობლემები აწუხებდათ, რის გამოც იმავე წლის 25 ოქტომბერს რედნაპმა პოსტი დატოვა. კლუბი ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ რეალურად არც ერთ ახალ მესაკუთრეს ორგანიზაციის განვითარების
სასამართლომ არაგადამხდელუნარიანობის გამო "პორტსმუთს" დროებითი მმართველი დაუნიშნა, რაც საფეხბურთო ასოციაციის წესებით, ავტომატურად ნიშნავდა, რომ კლუბს ჩემპიონატში მოპოვებული 10 ქულა დააკლდა. 2010 წლის აგვისტოში "პორტსმუთი" კიდევ ერთი ინვესტორის ხელში გადავიდა. ბარლამ ჩაინრაიმ მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მას ამხელა ვალების დასაფარი სახსრები არ გააჩნდა.
რამდენიმე დღის წინ კლუბს ბიზნესმენები ვლადიმირ ანტონოვი, რომან დუბოვი და კრის ეკერი ფლობდნენ. აქედან პირველი ინგლისის პოლიციამ 2012 წლის გაზაფხულზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მიტაცების ბრალდების გამო ლიტვის სასამართლოს თხოვნის საფუძველზე დააკავა. ოთხშაბათს ლიგა ერთის აუტსაიდერად ქცეულმა კლუბმა მესაკუთრე კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამჯერად აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანია PST (Pompey Supporters Trust) გახდა, რომელიც, როგორ სახელიდან ხვდებით, გუნდის გულშემატკივართა და მხარდამჭერთა გაერთიანებას წარმოადგენს.
3 მილიონ ფუნტ სტერლინგად კლუბის გასხვისებაზე შეთანხმება იოლად შედგა. რაც შეეხება სტადიონ "ფრეტონ პარკს", "გარდიანის" ცნობით, მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო და მოლაპარაკებების პროცესი სწორედ ამის გამო გაიწელა.
"როგორც იქნა, ყველაფერი ცუდი დამთავრდა. ახლა ჩვენ უკვე შეგვეძლება, "პორტსმუთის" ხელახალ აღორძინებაზე ვიფიქროთ," - აცხადებს PST-ის დირექტორი ეშლი ბრაუნი. ახალ მესაკუთრეებს უზარმაზარი სამუშაო ელით წინ. კლუბს, საგადასახადო დავალიანების გარდა, კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე ზრუნვაც მოუწევთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"