ჰარი რედნაპი ფეხბურთელების ხასიათს უჩივის

AutoSharing Option
XXXIII ტურში "ევერტონთან" "გუდისონ პარკზე" 2:0 დამარცხების შემდეგ, პრაქტიკულად, გაირკვა, რომ "ქუინზ პარკი" მომდევნო სეზონს ჩემპიონშიპში გაატარებს. ჰარი რედნაპმა თამაშის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარ შეგირდებს საჯაროდ პირველად დასდო ბრალი უნებისყოფობასა და დისციპლინის ნაკლებობაში. აი, რა თქვა მან:

- თქვენ მეკითხებით, როგორ შეიძლება პრემიერლიგიდან გავარდეს გუნდი, რომელსაც შემადგენლობაში ამდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს? ვერაფერს გეტყვით, რადგან თავადაც ძალიან მინდა, ამ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვო. ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ "ქუინზ პარკს" ამდენი ვ
არსკვლავი ჰყავს. შეიძლება ეს სიმართლეც იყოს, მაგრამ არც ერთ ამ ნიჭიერ ფეხბურთელს არ შეუძლია, გუნდის ლიდერობის ტვირთი თუნდაც სულ მცირე ხნით საკუთარ თავზე აიღოს.

შეიძლება გუნდში მართლაც გყავდეს ფეხბურთელები დიდი სახელებით, მაგრამ მაინც დაგჭირდეს ძლიერი პიროვნებები, რომელთაც გაჭირვების ჟამს საკუთარი თავის გარშემო შეუძლიათ სხვების დარაზმვა. ეს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაჭრაც მოგვიწევს გავარდნის შემთხვევაში. ხელმძღვანელობამ ასეთი მოთამაშეები დაუფიქრებლად უნდა გაყიდოს. ზოგიერთს უზარმაზარი ხელფასი აქვს, მაგრამ ევროპული მასშტაბით არაფერსაც არ წარმოადგენს. ბოლო დროს რამდენჯერმე ჩემს ყურამდეც მოაღწია ლაპარაკმა, რომ ზოგიერთი ოცნებობს, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს ჩვენგან.

ასეთი მოთამაშეების შემხედვარეს თვითმკვლელობის სურვილი მიჩნდება. არადა, ერთადერთი, რასაც მათგან ვითხოვ, ძალიან მოკლე ხნით საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაა, რათა როგორმე ვიხსნათ კლუბი. ძალიან ვთხოვ ყველას, ჯერჯერობით ნუ დაუკავშირდებით თქვენს აგენტებს და ნუ სთხოვთ თქვენთვის ახალი გუნდების მონახვას. ამ ეტაპზე ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის: გვაკლია დისციპლინა და გამარჯვებებისკენ სწრაფვის სურვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული