ჯეკ უილშირი: ცოტა რისკი და დადებითი შედეგი

AutoSharing Option
ჯეკ უილშირი ჯერ 21 წლის არის, მაგრამ უკვე იმდენი ტრავმა გადაიტანა, ვეტერანებს, შესაძლოა, კარიერის განმავლობაში არ გამოუცდიათ ამდენი.

ჯეკს მთელი ქვეყანა იმედის თვალით შესცქერის და როდესაც მის თავს რაღაც ხდება, ამაზე მარტო "მეთოფეთა" გულშემატკივრები არ ნერვიულობენ. სამშობლოში ის იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს. უქმეებზე "ნორვიჩთან" ძირითად შემადგენლობაში თვეზე მეტი პაუზის შემდეგ უილშირის ხილვა ცოტა მოულოდნელი იყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სამწვრთნელო შტაბს ესმოდა, რომ ამ ნაბიჯით რისკზე მიდიოდა. რაც მთავარია, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

"მოხარული ვარ, რომ ტრავმის
შემდეგ მოედანს დავუბრუნდი. იმისთვის, რომ საუკეთესო ფორმაში ჩავდგე, კიდევ რამდენიმე თამაში დამჭირდება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე თავს უკვე კარგად ვგრძნობ. წინ უმნიშვნელოვანესი თამაშია "ევერტონთან". ლივერპულელები ფორმაში არიან. წარმატების შემთხვევაში, უკვე მომგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით. არანაკლებ საყურადღებოა მომდევნო დაპირისპირებებიც "ფულჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ დარჩენილ თამაშებში მაქსიმალური ქულების დაგროვებაც კი შეგვიძლია,
" – განუცხადა ფეხბურთელმა "ინდეპენდენტს".

არსენ ვენგერი გამოტყდა, რომ "იადონებთან" შეხვედრის დაწყებამდე ექიმები წინააღმდეგნი იყვნენ უილშირის თამაშის, მაგრამ: "ჯეკი ბრძოლაში იმაზე ადრე ჩავრთე, ვიდრე რეკომენდაცია მქონდა. ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელი სათამაშოდ მზად იყო. ცხადია, ექიმების აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ ამჯერად ჩემს გამოცდილებას დავეყრდენი, რადგან უილშირს 16 წლიდან ვწვრთნი და კარგად ვიცი, როგორ რეაგირებს მისი ორგანიზმი დატვირთვებზე. თანაც, მან პირადად დამარწმუნა, რომ თავს კარგად გრძნობდა. სწორედ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯეკ უილშირი: მადლობა დახმარებისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული