მას შემდეგ შოტლანდიელი მალკი მაკაის გუნდმა მხოლოდ ორჯერ, ისიც მცირე ხნით, დაკარგა ლიდერის ადგილი. მე-18 ტურიდან მოყოლებული, ის მყარად ინარჩუნებდა პოზიციას და აი, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე უელსურმა კლუბმა 51-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის უმაღლესი ლიგის საგზური დაიბევა. საფინალო აკორდი მთლად ეფექტური ვერ გამოვიდა: "კარდიფ სიტი სტედიუმზე" შეხვედრა
თამაშის დასრულების შემდეგ კლუბის მესაკუთრემ, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ვინსენტ ტანმა საზაფხულო გეგმებზე ისაუბრა: "საჭიროა, რომ ბევრი ვიფიქროთ სამომავლო სტრატეგიაზე. იმისთვის, რომ ელიტაში ღირსეულად ვითამაშოთ, შემადგენლობის გაძლიერება დაგვჭირდება. ამ მიზნით მზად ვართ, 20-25 მილიონი ფუნტი დავხარჯოთ. ბევრს უფრო მეტიც გაუღია, მაგრამ მთლად ეფექტურად ვერა. ვეცდებით, მაქსიმალურად წინდახედულად ვიმოქმედოთ".
"მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ვთამაშობდით. ნოემბრიდან მოყოლებული, პირველ ადგილს არ ჩამოვცილებივართ და ელიტაში აღზევება 100%-ით დავიმსახურეთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის უზარმაზარი წარმატებაა," – განაცხადა გუნდის კაპიტანმა, 31 წლის მარკ ჰადსონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"