რობერტო მანჩინი: "უიგანი" მთელი ერთი საათი ჩვენზე უკეთესად თამაშობდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ინგლისის პრემიერლიგაში "უიგანთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

17 აპრილს "ქალაქელებმა" კარლოს ტევესის ერთადერთი გოლით მოიგეს, რომელიც არგენტინელმა მატჩის 83-ე წუთზე გაიტანა.

VideoSportall.Ge
17.04.13. მანჩესტერ სიტი - უიგანი 1:0


"უიგანი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ყოველთვის, როცა მათ წინააღმდეგ ვთამაშობთ, მძიმე თამაში გამოდის.

60 წუთის განმავლობაში ისინი ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, თუმცა დარჩენილ დროში მოვუმატეთ და 3-4 საგოლე მომენტი შევქმენით.

"უიგანი" შინაარსიანად თამაშობს და ვფიქრობ, ეს გუნდი დარჩება პრემიერლიგაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რობერტო მარტინესია, რომელიც ძალიან კარგი
მწვრთნელია.

კმაყოფილი ვარ თუ არა ძირითადში დაბრუნებული რიჩარდსის მოქმედებით? 70 წუთის განმავლობაში ის კარგად ირჯებოდა, შემდეგ კი დაიღალა, რაც ექვსთვიანი ტრავმის შემდეგ ბუნებრივია.

ახლა მან მუხლჩაუხრელად უნდა იმუშაოს, რათა აიმაღლოს ფიზიკური კონდიციები, თუმცა ამ ეტაპზე მისით კმაყოფილი ვარ",
- აქვეყნებს მანჩინის ნათქვამს "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIX ტურის გამოტოვებული მატჩები: ომი მოედანზე და ჩხუბი გვირაბში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული