42 წლის არბიტრმა ასევე მომენტალურად წაიღო ხელი უკანა ჯიბისკენ მატჩის ბოლო წუთზე, როცა ოლივიე ჟირუ ანალოგიური ილეთით გაუმასპინძლდა სტანისლავ მანოლევს.
78 წუთის განმავლობაში კაცნაკლულობამ, ცხადია, მარტინ იოლის შეგირდებზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა უშანსოდ იყვნენო, ვერ დავაბრალებთ.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა ურბი ემანუელსონი, ვინც ბურთის
მეორე ტაიმში მასპინძლებმა საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გაათანაბრეს კიდეც, მაგრამ არბიტრმა მანოლევზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე "მეთოფეთა" ცენტრალური მცველების მონდომებით გავიდა.
თეო უოლკოტის ჯარიმა ლორან კოშელნიმ თავურით გააგრძელა. საჯარიმოში ყველასგან მიტოვებულმა პერ მერტეზაკერმა კი 2 მეტრიდან დალაშქრა მარკ შვარცერის კარი.
ზავი ჰოუტორნსზე
"ვესტ ბრომვიჩსა" და "ნიუკასლს" დარჩენილ თამაშებში ნამდვილად აღარაფერი აწუხებთ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ კარგი თამაში ეჩვენებინათ.
ოდნავ უკეთ მასპინძელი გამოიყურებოდა. მას რამდენჯერმე შეეძლო რობ ელიოტის კარის დალაშქვრა. მეორე ტაიმში ამის გაკეთება შეეძლოთ რომელუ ლუკაკუსა და შეინ ლონგს. პირველმა კუთხურის გათამაშებისას ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ თავური ხარიხას გაარტყა, უკანასკნელს კი მარკ-ანდრე ფორჩუნის შორეული გასროლის შემდეგ დამატებაზე შეეძლო თავის გამოჩენა.
გოლებს რაც შეეხება, ორივე ძალიან კარგი სანახავი გამოდგა. იოან გუფრანმა სტუმართა გაჭიანურებული შეტევა ახლო მანძილიდან თავით დააგვირგვინა, ბილი ჯონსმა კი დაასრულა კომბინაცია, რომელშიც მისი ოთხი თანაგუნდელი იყო ჩართული. 26 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
კიდევ ერთი ნაბიჯი უფსკრულისკენ
"უიგანი" ნამდვილად კარგი გუნდია და ამაში "აპტონ პარკზე" ნანახითაც დავრწმუნდით, მაგრამ "ათლეტებმა" ზედიზედ მეორე თამაში დათმეს, თანაც ისე, რომ გოლი ვერ გაიტანეს.
სტუმრები ძალიან იოლად, შეიძლება ითქვას, თითო შეხებით ახერხებდნენ რთული კომბინაციების მოქსოვას და სიტუაციის გამწვავებას და რომ არა ბრწყინვალედ მოთამაშე იუსი იასკელაინენი, რობერტო მარტინესის შეგირდები 2-3-ჯერ მაინც გაიტანდნენ. 38 წლის ფინელმა საკუთარი კარი რამდენჯერმე 100%-იანი გოლისგან იხსნა. მაგალითისთვის პირველ ტაიმში შონ მელონის პირისპირ გასვლაც კმარა.
"ვესტ ჰემს" პირველი გოლისას ბედმა გაუღიმა. მეტ ჯარვისის გადაცემას საჯარიმოში ერთბაშად 3 მასპინძელი გამოეხმაურა, მაგრამ ვერც ერთი შეწვდა. საბოლოოდ ჟოელ რობლესიც დაიბნა და ანგარიში გაიხსნა. 2:0-ზე კი ენდი კეროლმა მისთვის უჩვეულოდ ტექნიკური ილეთით, მაკრატელათი დაუგდო ბურთი კევინ ნოლანს.
უკანასკნელმა ეფექტურ ბრუნში დასცხო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გავარდნილები
პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ცხრილის ქვედა ნაწილში ბევრი რამ გაირკვა: "რედინგსა" და "ქუინზ პარკს" პრემიერლიგაში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსიღა შერჩათ.
"არისტოკრატებმა" და "რეინჯერებმა" დარჩენილ პერიოდში 10-ქულიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრან, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია. ასე რომ, ჰარი რედნაპმაც და ნაიჯელ ედკინსმაც, დროა, ქვედა ლიგაზე ფიქრი დაიწყონ.
ზედიზედ მეორედ
პაოლო დიკანიომ მე-3 თამაშში უხელმძღვანელა "სანდერლენდს", თუმცა დებიუტი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მხოლოდ "ევერტონთან" ჰქონდა. "სტედიუმ ოფ ლაითსი" წინა ტურში ტაინსაიდული დერბის მომგებ მწვრთნელს გულთბილად შეეგება და ოვაციებით გააცილა. 44 წლის იტალიელმა ეს ნამდვილად დაიმსახურა, რადგან "შავმა კატებმა" ზედიზედ მეორედ იმარჯვეს და მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში თამაში თითქმის გაინაღდეს. სხვაობა გასავარდნ ზონასთან უკვე 6 ქულაა.
თამაშის დასრულების შემდეგ დიკანიომ ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ ვარჯიშისგან თავისუფალ დღეებს უნდა დაემშვიდობონ, რათა უკეთეს შედეგებს მიაღწიონ:
"გამარჯვების შემდეგ ყოველთვის ბედნიერ სახეებს ვხედავ. გეკითხებით, რატომ არ შეიძლება მეტი ვარჯიში, თუკი ეს უკეთეს შედეგებს მოგვიტანს? თანაც, მე არ ვლაპარაკობ მაღაროელების უმძიმეს შრომაზე. მოედანზე საათნახევარი ბურთის დევნა მას ნამდვილად ვერ შეედრება".
არაორდინარული იტალიელი ნელ-ნელა იწყებს საკუთარი წესების დამკვიდრებას და რამდენად გამოუვა, ამას ალბათ მომავალ სეზონში ვნახავთ.
დიდი მსუყე წერტილი
თამაშის დაწყებას "მანჩესტერ სიტი" მოქმედი ჩემპიონის სტატუსით შეხვდა, ხოლო საფინალო სასტვენთან ერთად მას მინიმუმ ერთი წლით გამოეთხოვა. არადა, "ქალაქელები" თითქოს კარგ ფორმაში იყვნენ.
23 აპრილს ჩემპიონატის ლიდერს "ასტონ ვილას" დამარცხებით უკანასკნელ 21 სეზონში მე-13 ტიტულის განაღდება შეუძლია. არ გვგონია, "იუნაიტედმა" საკუთარ "ოლდ ტრეფორდზე" ეს შანსი ხელიდან გაუშვას.
სტუმრებმა პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. სამირ ნასრის მინიმუმ დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ 1:0-ზე მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა. თავის გამოჩენა შეეძლო კარლოს ტევესსაც, მაგრამ მის თავურს ახლო მანძილიდან ძალა არ ეყო. "ტოტენჰემს" მეორე ტაიმში შეცვლებმა უშველა.
არ ვაჭარბებთ, გენიალურად ათამაშდა გარეთ ბეილი, ვინც პასს გოლიც მიაყოლა. ეფექტური ბურთი შეაგდო ჯერმეინ დეფომაც. თავდამსხმელი ცოტა რისკზე კი წავიდა, მაგრამ რაც მთავარია, მისი დარტყმა ბადეში გაეხვია.
Video
21.04.13. ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი 3:1
21.04.13. ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი 3:1
საღამოსვე დიდებული ფეხბურთი ვიხილეთ "ენფილდზე". სხვანაირად შეუძლებელიც იყო, რადგან მერსისაიდს "ჩელსი" სტუმრობდა. მასპინძლები ბურთს უკეთ აკონტროლებდნენ, მომენტებში სერიოზულ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ თამაში მაინც გადასარჩენი გაუხდათ.
მესიის როლი ისევ ლუის სუარესმა იკისრა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე გაათანაბრა. იქამდე კი მისი გადაცემით დენიელ სტარიჯმაც იხეირა.
რომ არა გადამწყვეტი დარტყმა, ურუგვაელი მატჩის ანტიგმირად იქცეოდა, რადგან მეორე ტაიმში პენალტი სწორედ მის მიერ ხელით თამაშისთვის დაინიშნა.
Video
21.04.13. ლივერპული - ჩელსი 2:2
21.04.13. ლივერპული - ჩელსი 2:2
პრემიერლიგა. XXXIV ტური
ფულჰემი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 მერტეზაკერი (43)
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი – მანოლევი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რაჩარდსონი – სიდუელი, ენო, კაჩანიკლიჩი (85. პეტრიჩი), ემანუელსონი (87. ფრეი) – რუისი - ბერბატოვი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი – სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი – არტეტა, რემსი – უოლკოტი (71. უილშირი), როსიცკი (71. პოდოლსკი), კასორლა (90+2. ვერმალენი) - ჟირუ
გაფრთხილება: - არტეტა, რემსი
გაძევება: სიდუელი (12) – ჟირუ (90)
კარში დარტყმა: 5-6 (3-4) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 7-3 ჯარიმა: 13-9 ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი: 25 700
Video
20.04.13. ფულჰემი - არსენალი 0:1
20.04.13. ფულჰემი - არსენალი 0:1
ნორვიჩი-რედინგი 2:1
გოლები: 1:0 რ. ბენეტი (50), 2:0 ე. ბენეტი (52), 2:1 მაკლირი (72)
ნორვიჩი (4-4-2): ბენი – მარტინი, ბასონგი, ტერნერი (19. რ. ბენეტი), გარიდო – ჯონსონი, ჰოუსონი, ე. ბენეტი (80. ტეტი), სნოდგრასი (89. პიკლინგტონი) – ჰოლტი, კამარა
რედინგი (4-4-2): მაკარტი – განტერი, მარიაპა, მორისონი, კელი – გატრი, კარაჯანი, მაკლირი, მაკანუფი – ბლექმენი, პოგრებნიაკი
გაფრთხილება: სნოდგრასი, ე. ბენეტი - გატრი, კარაჯანი, ბლექმენი
კარში დარტყმა: 8-6 (2-2) კუთხური: 8-8 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 11-12 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 26 460
ქუინზ პარკი-სტოკი 0:2
გოლები: 0:1 კრაუჩი (42), 0:2 უოლტერსი (77-პენ)
ქუინზ პარკი (4-4-2): გრინი – ბოსინგვა, ჰილი, სამბა, ბენ-ჰაიმი – დერი, მბია, ტაუსენდი (46. მაკი), ტაარაბტი (56. ბოთროიდი) – რემი, ჰოილეტი
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი – შოტონი, ჰუთი, შოუკროსი, უილსონი (62. უილკინსონი) – ადამი (70. უაიტჰედი), ნზონზი, უელანი, უოლტერსი – კრაუჩი (90. კემერონი), ჯერომი
გაფრთხილება: ჰილი – ადამი, ნზონზი
კარში დარტყმა: 15-4 (5-1) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 10-12 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 17 391
სანდერლენდი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 სესინიონი (45)
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე – ლარსონი (80. ვონი), ოში, კუელიარი, როუზი – კოლბეკი, ნდიაიე, მაკლინი, ა. ჯონსონი – სესინიონი (90. მანგანე) - გრემი
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი – კოულმენი, ჰეიტინგა, დისტენი, ბეინსი – გიბსონი (46. იელავიჩი), ფელაინი, მირალიაში, პიენაარი – ოსმანი (77. ბერკლი) – ანიჩებე (77. ნეისმიტი)
გაფრთხილება: მინიოლე – ჰეიტინგა, კოულმენი
კარში დარტყმა: 9-6 (5-2) კუთხური: 3-10 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 6-17 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 44 614
სუონსი-საუთჰემპტონი 0:0
სუონსი (4-4-2): ვორმი – ბ. დევისი, უილიამსი, ჩიკო, რანხელი – ერნანდესი (62. კი), დე გუზმანი, დაიერი, ბრიტონი – მური (46. რუტლეჯი), მიჩუ
საუთჰემპტონი (4-4-2): ბორუცი – კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, ფოქსი – კორკი, ს. დევისი, შნაიდერლინი, ლალანა (77. პანჩეონი) – ჯ. როდრიგესი (88. მაუკა), ლამბერტი (63. რამირესი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 7-7 (2-4) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 561
ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 1:1
გოლები: 0:1 გუფრანი (9), 1:1 ბ. ჯონსი (64)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი – პოპოვი, ოლსონი, მაკაული, ბ. ჯონსი – მორისონი, იაკობი (46. ლონგი), ბრანტი, დორანსი – ლუკაკუ (90. ტომასი), ფორჩუნი (90. როსენბერგი)
ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი – დებუში, ს. ტეილორი, იანგა-მბივა, აიდარა (79. ბენ არფა) – კაბაი (90+5. გოსლინგი), სისოკო, პერჩი, ხონასი – გუფრანი (69. შ. ამეობი), სისე
გაფრთხილება: - კაბაი, სისოკო
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 25 671
ვესტ ჰემი-უიგანი 2:0
გოლები: 1:0 ჯარვისი (21), 2:0 ნოლანი (80)
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი – დემელი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი – ონილი (52. ნოუბლი), დიამე (75. კოლისონი), ნოლანი, ვას ტე (62. ჯ. კოული) – კეროლი, ჯარვისი
უიგანი (3-4-3): რობლესი – შარნერი, კოლდუელი, ალკარასი (16. ბოსეჟური) – მაკარტი, გომესი (84. დი სანტო), ბოისი, ფიგეროა – მაკმანამანი (46. მაკარტური), კონე, მელონი
გაფრთხილება: კეროლი, ჯ. კოული, კოლინსი - კოლდუელი
კარში დარტყმა: 9-11 (4-3) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 11-5 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 34 544
ტოტენჰემი-სიტი 3:1
გოლები: 0:1 ნასრი (5), 1:1 დემპსი (75), 2:1 დეფო (79), 3:1 ბეილი (82)
ტოტენჰემი (4-4-1-1): ლორისი – უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო – დემბელე, პარკერი (61. ჰადლსტოუნი), სიგურდსონი (61. ჰოლტბი), ბეილი – დემპსი – ადებაიორი (71. დეფო)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი – საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში (90. ლესკოტი) – ი. ტურე, ბარი – ნასრი, მილნერი (46. კოლაროვი), ვეტესი – ჯეკო (83. სინკლერი)
გაფრთხილება: დოუსონი, ასუ-ეკოტო, ჰადლსტოუნი - ი. ტურე, კოლაროვი, ჰარტი
კარში დარტყმა: 10-10 (7-4) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 11-11 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 36 121
ლივერპული-ჩელსი 2:2
გოლები: 0:1 ოსკარი (26), 1:1 სტარიჯი (52), 1:2 აზარი (57-პენ), 2:2 სუარესი (90+6)
ლივერპული (4-2-3-1): რეინა – ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე – ლუკასი, ჰენდერსონი – ჯერარდი, კოუტინიო (46. სტარიჯი), დაუნინგი (80. შელვი) - სუარესი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი – ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ლუისი, ბერტრანი – მიკელი, რამირესი – მატა (90. ლამპარდი), ოსკარი (84. მოზესი), აზარი (78. ბენაიუნი) - ტორესი
გაფრთხილება: ჰენდერსონი, ლუკასი, სუარესი, კარაგერი, შელვი - ტორესი, ასპილიკუეტა,
კარში დარტყმა: 17-7 (9-5) კუთხური: 8-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი:
22 აპრილი
იუნაიტედი-ასტონ ვილა 23:00
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 21 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 18 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 17 - მიგელ მიჩუ (სუონსი).
მომდევნო ტური
27 აპრილი:
მანჩესტერ სიტი-ვესტ ჰემი, ჩელსი-სუონსი, ევერტონი-ფულჰემი, საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი, სტოკ სიტი-ნორვიჩი, უიგანი-ტოტენჰემი, ნიუკასლი-ლივერპული
28 აპრილი:
რედინგი-ქუინზ პარკი, არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი
29 აპრილი:
ასტონ ვილა-სანდერლენდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ბოლო 10 წუთი ძალიან ვინერვიულე [VIDEO]