ფალკაოს რაც შეეხება, "ჩელსი" მას კვირაში 200 ათას ფუნტს სთავაზობს. მადრიდელთა პასუხი შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაში, თუკი ფალკაო "სტემფორდ ბრიჯზე" აღმოჩნდება, ფერნანდო ტორესი გუნდში აღარ დარჩება. იტალიური პრესის ცნობით, 29 წლის ესპანელის შეძენით ყველაზე მეტად "ფიორენტინაა" დაინტერესებული, რომელიც, თავის მხრივ, სტევან იოვეტიჩის პოტენციურ
ფლორენციული კლუბის ესპანელი სკაუტი ედუარდო მასია ამ დღეებში ლონდონს ეწვია, რათა მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გაემართა. მასიას "ელ ნინიოსთან" შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რადგან თავის დროზე ის "ლივერპულშიც" მუშაობდა. მიმდინარე სეზონში ტორესი ცუდად თამაშობს. მის ანგარიშზე ჩემპიონატში სულ 6 გოლია, მაგრამ აქედან უკანასკნელი მან 2012 წლის 23 დეკემბერს "ასტონ ვილას" გაუტანა.
ტერის არ ეშინია
"ჩელსის" 32 წლის კაპიტან ჯონ ტერის კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულზე ეწურება. ჯერჯერობით მოლაპარაკება თანამშრომლობის გაგრძელებაზე არ დაწყებულა (მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოს იყო დაგეგმილი), მაგრამ ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტი ამის გამო სულაც არ ნერვიულობს.
"გულშემატკივარს უნდა ესმოდეს, რომ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. შესაძლოა, ვიღაც ამის გამო ნერვიულობს კიდეც, მაგრამ მე ვიცი, რომ მოლაპარაკებებს სეზონის დასრულებისთანავე დავიწყებთ. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება, გუნდში ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენას ვაპირებ. პროცესის გაჭიანურების მიზეზი ყველამ იცით - ჩემი ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და "ჩელსის" გადატვირთული კალენდარი.
მთელი ის პერიოდი, როცა მოედანზე გასვლას ვერ ვახერხებდი, სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ვემზადებოდი და ძალიანაც მეუცნაურებოდა, რადგან ჩემთვის ეს პირველი სერიოზული ტრავმა იყო კარიერაში. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის," – აცხადებს ტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
AS-ის ჟურნალისტი: საუკეთესო შეთავაზება ფალკაოს "ანჟისგან" ჰქონდა