"ტოტენჰემის" 26 წლის განაპირა ნახევარმცველმა აარონ ლენონმა მუხლის ტრავმა 4 აპრილს "ბაზელთან" ევროპალიგის შეხვედრაში მიიღო, რის გამოც გუნდს მომდევნო სამ შეხვედრაში დააკლდა.
ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში წინა კვირას განაახლა, მაგრამ "მანჩესტერ სიტისთან" განაცხადში ფიზიკური ტესტის ჩაგდების გამო ვერ მოხვდა.
ამჯერად ის უკვე სრულ მზადყოფნაშია და უქმეებზე "უიგანთან" თამაშს გეგმავს.