შინჯი კაგავა: რთულმა სეზონმა ბევრ რამეზე დამაფიქრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" "დორტმუნდიდან" 24 წლის ნახევარმცველის, შინჯი კაგავას შეძენა 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

იაპონელმა ინგლისურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გერმანიაში მიჯრით ორჯერ ჩემპიონატის მოგების შემდეგ ფეხბურთელმა წელს პრემიერლიგაშიც იმარჯვა, მაგრამ საერთო ჯამში, საკუთარი ასპარეზობით ის მაინც უკმაყოფილოა, რადგან ძირითად შემადგენლობაში ფეხი მყარად ვერ მოიკიდა.

"იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ყველასთვის მეჩვენებინა, თუ რა შემიძლია, მაგრამ ტრავმების გამო ბევრი რამ ისე არ მოხდა, როგორც ვგეგმავდი.

გულწრფელად ვაღიარებ, რომ "იუნაიტედის" ჩემპიონობაში ჩემი წვლილი არ არის ისეთი დიდი, როგორც ეს "დორტმუნდში" იყო
ხოლმე.

მეორე მხრივ, რთულმა სეზონმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. მივხვდი, მწვრთნელები და გულშემატკივრები რას ელოდებიან ჩემგან და სამომავლოდ რაზე უნდა ვიმუშაო ყველაზე მეტად.

ზედიზედ მესამე საჩემპიონო სეზონის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერა აღმავლობის გზაზეა,"
- აცხადებს კაგავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული