"ლივერპულმა" ახალი ფორმა წარადგინა

AutoSharing Option
ფოტო
როგორც ჩანს, ლუის სუარესი მომავალშიც "ლივერპულის" მაისურით იასპარეზებს. 2 მაისს სწორედ მან, თანაგუნდელებთან ერთად, წარადგინა კლუბის 2013/14 წლების სეზონის საშინაო ფორმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისთან" მატჩში ურუგვაელმა სერბ მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა, რისთვისაც 10 მატჩითაა დასჯილი. ამის გამო მან შეიძლება ვერც პრემიერლიგის ბომბარდირობა მოიპოვოს - 23 გოლი დარჩა.

ახალი ფორმის წარდგენაში სუარესთან ერთად მონაწილეობდნენ: სტივენ ჯერარდი, ფილიპე კოუტინიო, დენიელ სტარიჯი და პეპე რეინა.

ფორმა ამერიკულმა ფირმა "უორიორმა" შეკერა, რომელიც დაფუძნებულია "ლივერის" 1984 წლის ფორმის დიზაინზე, როცა ამ გუნდმა ევროთასი მოიპოვა.

იხილეთ
ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესმა შესაძლოა "ლივერპული" დატოვოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული