ლონდონელებმა გამარჯვება ხელიდან შეხვედრის მე-80 წუთზე გაუშვეს, როდესაც გილვი სიგურდსონმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
ესპანელი სპეციალისტის აზრით, აღნიშნული გოლი თამაშგარედან გავიდა, მის შეგირდებს კი მესამე გოლის გატანა და მოგება მაინც შეეძლოთ.
იხილეთ ვიდეო
"ტოტენჰემის" მეორე გოლი თამაშგარედან გავიდა, თუმცა მაინც შეგვეძლო, კარი გადაგვერჩინა.
გულშემატკივარი საინტერესო მატჩის ნახვით კმაყოფილი დარჩებოდა, ჩვენგან განსხვავებით, რადგან ვაკონტროლებდით თამაშს და ამის მიუხედავად, ვერ მოვიგეთ.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მომავალი ბატალიებისთვის მზადებაზეც ისაუბრა.
"ყველაფერი უცვლელად დარჩა - უნდა ვიფიქროთ მომავალ თამაშში გამარჯვებასა და ევროპალიგის ფინალისთვის მომზადებაზე. უნდა ვიმუშაოთ და ბალანსის დაცვა მოვახერხოთ", - აღნიშნა ბენიტესმა.
36-ე ტურის შემდეგ "ჩელსი" "არსენალს" 2 ქულით, "ტოტენჰემს" კი 3 ქულით უსწრებს. სწორედ ამ სამი ლონდონური კლუბიდან ორი მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.