ბირმინგემში შეხვედრის დასრულების შემდეგ 34 წლის ვეტერანმა ინტერვიუები დაარიგა, რომელსაც გარკვეულწილად ვაჯამებთ და ისე გთავაზობთ:
- გილოცავთ მშვენივრად ჩატარებულ შეხვედრას, თუმცა ჯერ გუნდზე გკითხავთ. ჩემპიონთა ლიგაში თამაში გაინაღდეთ...
- დიახ, რასაკვირველია, ძალიან გვინდოდა, ამ მიზნისთვის დღესვე მიგვეღწია, რადგან შუა კვირაში ევროპის ლიგის ფინალი გვაქვს და საქმის გადადება არ ივარგებდა. წინასწარ ვხვდებოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე კიდევ ერთხელ ვუჩვენეთ. ეს თვისება განსაკუთრებით მაშინ დაგვჭირდა, როცა მოედანზე
- რას გრძნობდით, როცა "ჩელსის" რეკორდს ჯერ გაუთანაბრდით და შემდეგ გააუმჯობესეთ?
- ეს ყველაფერი ერთად თითქოს არარეალურია და თავბრუს გახვევს. ამ შედეგს მხოლოდ მთელი გუნდის მხარდაჭერით მივაღწიე. ალბათ, ნახეთ, რომ თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. მადლობელი ვარ მათი, რადგან რეკორდში ყველა იმ თანაგუნდელის წილია, ვის გვერდითაც ოდესმე მითამაშია. როცა სეზონის ბოლოს მიზანს მაქსიმალურად მივუახლოვდი, მერე უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მიღწევას როგორმე უნდა შევწვდომოდი. ახლა უკვე ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.
"ჩელსიში" უამრავი ფანტასტიკური მომენტი მქონია. თუნდაც "ბოლტონთან" შეხვედრა ავიღოთ, როცა პირველად გავხდით ჩემპიონები. გულშემატკივრები - აი, ყველაფერი, ვისთვისაც ვშრომობდი. ისინი მუდამ გაფაციცებით გადევნებენ თვალს. რეკორდისკენ სწორედ მათ მიბიძგეს. რაღაც თვალსაზრისით, მიზანთან მიახლოება და ზეწოლა პირდაპირპროპორციულად იზრდება. არ მეგონა, თუ ჩემი მიღწევა ამხელა რეზონანსს გამოიწვევდა.
- რომელი უფრო სასიამოვნო იყო, რეკორდთან გათანაბრება თუ გადასწრება?
- პირველ ადგილზე გადასვლა. ბობ ტემბლინგი ნამდვილი ჯენტლმენია. ის და მისი მეუღლე მთელი ეს პერიოდი მამხნევებდნენ. ამსტერდამიდან დაბრუნების შემდეგ მას აუცილებლად ვნახავ წლის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების საღამოზე. ჩემთვის დიდი პატივი იქნება მასთან ერთად ჭიქა ღვინის დალევა და გასაუბრება.
- გოლის შემდეგ, ტრადიციულად, ცას ახედეთ. რაზე ფიქრობდით ამ მომენტში?
- დედაჩემზე, ვინც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი უპირველესი გულშემატკივარი იყო. მამამ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ფეხბურთისა და შრომის სიყვარული ესწავლებინა.
- წინ ევროპალიგის ფინალია. შეიძლება თუ არა, სეზონი წარმატებულად ჩავთვალოთ, თუკი იქ გაიმარჯვებთ?
- ოთხშაბათს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველის. დაძაბული მატჩის წინ აუცილებლად უნდა დავისვენოთ. ძალიან ვნერვიულობ ტერისა და აზარის ტრავმების გამო. განსაკუთრებით, ჯონის მდგომარეობა მესმის. კარგად მახსოვს, რას ნიშნავდა მისთვის შარშან ფინალში ტრიბუნებზე ჯდომა. მას ვერაფრით ვანუგეშებ, თუკი ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, მაგრამ თუკი გავიმარჯვებთ, ეს მთლიანად გუნდის დამსახურება იქნება და მათ შორის, მისი. უქმეებზე კი უკვე "ევერტონთან" შეხვედრა გველოდება, სადაც მესამე ადგილი საბოლოოდ უნდა გავინაღდოთ.
- "ჩელსიში" გატარებული წლების განმავლობაში შაბათი, ალბათ, საუკეთესო დღე იყო თქვენთვის...
- ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად. მიუნხენის ფინალში მიღწეულ წარმატებას ვერაფერი შეედრება.
- ასეთი დღეები კიდევ იქნება? მომავალ სეზონებსაც ვგულისმობთ...
- იმედია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფრენკ ლემპარდის მორიგი მიღწევა