პრემიერლიგა. XXXVIII ტურის წინ: ლონდონური სამაია

AutoSharing Option
2011/12 წლების პრემიერლიგის ბოლო ტურისგან განსხვავებით მიმდინარე სეზონის დასკვნით ეტაპს სულ მცირე ინტრიგა შერჩა.

გულშემატკივარს ისღა აინტერესებს, თუ ვინ გადაინაწილებს მე-3-5 ადგილებს. ისიც სათქმელია, რომ თითოეულ საფეხბურს თავისი ფავორიტი ჰყავს. ლონდონური კლუბები "ჩელსი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" - აი, ის სამეული, ვისი თამაშებიც ჯერ კიდევ იპყრობს ყურადღებას.

რაკი "ჩელსის" მდგომარეობა ყველაზე მარტივია, ამიტომ ტურის წინათქმაში მხოლოდ ჩრდილოლონდონელთა შესახებ მოგახსენებთ. "არსენალი" ყველაზე საინტერესო ვითარებაშია, რადგან არსენ ვენგერის გუნდს მე-3 ადგილზე გასვლაც შეუძლია და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენაც. მართალია, "სენტ ჯეიმს პარკზე"
ასპარეზობა იოლი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამჟამინდელი "ნიუკასლი" მრისხანე მეტოქეაო, ამის თქმა ნამდვილად გადაჭარბება იქნება.

თავად განსაჯეთ: ტაინსაიდელებმა შინ ზედიზედ ორი შეხვედრა წააგეს ბურთების საერთო ბალანსით 0:9-ზე. ამის მიუხედავად შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "მეთოფეებს" 3 ქულა ჯიბეში უდევთ. მით უფრო, რომ ჩემპიონატის ლიდერთაგან არასტაბილური თამაშის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სწორედ "არსენალია" ("ლივერპულთან" ერთად). მატჩისადმი ინტერესს ისიც განაპირობებს, რომ ეს გუნდები ერთმანეთში, როგორც წესი, უხვგოლიან თამაშებს ატარებენ ხოლმე. ასე იყო პირველ წრეშიც, როცა "ემირიტსზე" მასპინძლებმა 7:3 იმარჯვეს. ლონდონელთა ფანებს ალბათ დღემდე მწარედ ახსენდებათ 2010/11 წლების სეზონის მატჩი ნიუკასლში, როცა მათი საყვარელი გუნდი 26-ე წუთზე 4:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 4:4 დაასრულა.

სხვების იმედად
"ტოტენჰემს" მარტივი ამოცანა აქვს: უნდა იმარჯვოს და "არსენალის" თამაშის შედეგს დაელოდოს. 20 წლის წინ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივარი პარალელური მატჩის პერიპეტიებისთვის თვალის სადევნებლად რადიომიმღებებს მოიმარჯვებდა, მაგრამ ჩვენს ეპოქაში ეს საჭირო უკვე აღარ არის. ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, ასე რომ, "დეზები" "უაით ჰართ ლეინის" რეაქციების მიხედვით შეიტყობენ იმას, რაც ტაინსაიდში მოხდება. შესაბამისად, ეს ფეხბურთელთა განწყობაზეც აისახება. ანალოგიური ვითარება იქნება კონკურენტის ბანაკშიც. ანდრე ვილაშ ბოაშის შეგირდებს რაც შეიძლება სწრაფად მართებთ დაწინაურება, რათა "არსენალი" ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცეს.

თუკი საქმე სწრაფ გოლზე მიდგა, ბოლო ხანს "მეთოფეებს" ამ მხრივ ინგლისში ბადალი არ ჰყავთ. ამის დასტურია "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "უიგანთან" შეხვედრები. რაც შეეხება "სანდერლენდს": პაოლო დი კანიომ უკვე "ააფრინა თავისი ოფოფები" და ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ ისინი ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტენ ვარჯიშებს და საერთოდაც, ვერც ერთი მათგანი 4 კვირაზე ხანგრძლივ დასვენებას ვერ ეღირსება. მიზეზი "შავი კატების" ცუდი ასპარეზობაა. რომ არა მეტოქეთა წაფორხილება, გუნდი ახლა ისევ გავარდნის საფრთხის წინაშე იდგებოდა. საბედნიეროდ საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაგრამ ოდიოზურ იტალიელს ეს სულაც არ ამშვიდებს.

პრემიერლიგა. XXXVIII ტური

19 მაისი
ჩელსი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: რამირესი (ჩელ)
ტრავმა: ორიოლ რომეუ, ედენ აზარი, მარკო მარინი, ჯონ ტერი, რაიან ბერტრანი - ფილ ნევილი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 155 თამაში: +57=49-49 (240-229)

ლივერპული-ქუინზ პარკი 19:00
დისკვალიფიკაცია: ლუის სუარესი (ლივ)
ტრავმა: დანიელ აგერი, სტივენ ჯერარდი, ჯო ალენი, რაჰემ სტერლინგი, მარტინ კელი, მარტინ შკრტელი, ჯონ ფლენაგანი - ანდროს ტაუსენდი, სემ მაგრი
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +30=6-7 (74-37)

სიტი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სკოტ სინკლერი, კოლო ტურე - მაიკლ ტერნერი, ენდრიუ სერმანი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +25=16-5 (84-43)

ნიუკასლი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: რობ ელიოტი (ნიუკ)
ტრავმა: ტიმ კრული, დავიდე სანტონი, მუსა სისოკო, რაიან ტეილორი, მასადიო აიდარა, შოლა ამეობი, შეიკ ტიოტე, სტივენ ტეილორი, ჰარის ვუკჩიჩი - აბუ დიაბი, მიკელ არტეტა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 150 თამაში: +58=34-58 (204-2014)

საუთჰემპტონი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: დენიელ ფოქსი, გასტონ რამირესი - ჩარლი ადამი
ტრავმა: რიკი ლამბერტი, ლუკ შოუ - გლენ უელანი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +18=7-10 (62-48)

სუონსი-ფულჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: - სტივ სიდუელი
ტრავმა: მიხელ ვორმი, სუნ უინ კი - კირან რიჩარდსონი, მაჰამადუ დიარა, აშკან დეჟაგა, საიმონ დევისი, ნილ ეტერიჯი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=1-4 (14-12)

ტოტენჰემი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: - კრეიგ გარდნერი, სტეფან სესინიონი
ტრავმა: იუნეს კაბული, ვილიამ გალასი, რანიერ სანდრო - ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, სტივენ ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 თამაში: +36=27-34 (128-129)

ვესტ ბრომვიჩი-იუნაიტედი 19:00
დისკვალიფიკაცია: მარკ ანდრე ფორჩუნი - რაფაელი
ტრავმა: ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა - ეშლი იანგი, დარენ ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 102 თამაში: +32=23-47 (154-194)

ვესტ ჰემი-რედინგი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯორჯ მაკარტნი, ჯეიმს ტომკინსი - ჯიმი კებე, ჯეისონ რობერტსი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=1-7 (9-21)

უიგანი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: - კრისტიან ბენტეკე
ტრავმა: ალბერტ კრუსატი, მაიკლ პოლიტი, კალუმ მაკმანამანი, ივან რამისი, ჟან ბოსეჟური, რონი სტამი, მეინორ ფიგეროა, რიო მიაიჩი - რიჩარდ დანი, კირან კლარკი, კარიმ ელ-აჰმადი, მარკ ოლბრაიტონი, კრის ჰერდი, მეტიუ ლოუტონი, გარი გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5=5-5 (17-16)

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 25 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 20 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 19 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 18 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული