პრემიერლიგა: დიდი ამბების ტური [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში ყველაფერი დალაგდა. უმრავლესობის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი და შეკითხვებზე პასუხს ორიოდე კლუბი თუ ელოდა.

დღე ნამდვილად არ იყო უბრალო ფეხბურთის სამშობლოში. დიდი ასპარეზიდან დიდი ხალხი წავიდა. აღარაფერს ვამბობთ ალექს ფერგიუსონზე, ვისმა გადაწყვეტილებამაც ჩემპიონატს თავისებური ხიბლი მოაკლო.

შოტლანდიელის გზას დაადგნენ პოლ სქოულზი, ჯეიმი კარაგერი და მაიკლ ოუენიც. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა გარეშე სპორტის ეს სახეობა ასეთი მდიდარი და პოპულარული ვერ იქნებოდა. მადლობა მათ!

"არსენალი" "ნიუკასლზე" ძლიერი რომ არის, ამაში არც შეხვედრის დაწყებამდე ეპარებოდა ვინმეს ეჭვი, მაგრამ ტაინსაიდში
სეზონის უკანასკნელი მატჩის მოგება მაინც ძნელი აღმოჩნდა. "კაჭკაჭებმა" საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და ვოიცეხ შჩესნის კარზე იერიშები მიიტანეს, თუმცა კარში დარტყმამდე საქმე, პრაქტიკულად, არ მიდიოდა.

სტუმრებმა მალევე მოახერხეს სიტუაციის გამოსწორება და ბურთზე კონტროლის დაწესება. თავის მხრივ, ვერც ისინი ახერხებდნენ პენსიაზე მიმავალი 38 წლის სტივ ჰარპერის შეწუხებას. საერთო ჯამში, ალან პარდიუს გუნდი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა.

სტატისტიკის თანახმად, მარტო მეორე ტაიმების შედეგებით ცხრილი რომ შევადგინოთ, "მეთოფეები" პრემიერლიგას ულაპარაკოდ მოიგებდნენ.

ასე მოხდა ამჯერადაც. შესვენების შემდეგ სულ რამდენიმე წუთი იყო გასული, როცა თეო უოლკოტის ჯარიმის გათამაშებას ლორენ კოშელნის აკრობატული ნახტომი და გოლი მოჰყვა. ფრანგ ცენტრალურ მცველს პასი ლუკას პოდოლსკიმ გადააწოდა. თამაშის დასრულებას წუთები აკლდა, როცა "სენტ ჯეიმს პარკზე" "ტოტენჰემის" მატჩის ანგარიში შეიტყვეს.

"ნიუკასლის" ერთი გოლი არსენ ვენგერსა და კომპანიას ჩემპიონთა ლიგის მიღმა ტოვებდა, თუმცა "არსენალმა" გაძლო.

"ყოჩაღ ბიჭებს! ეს არაერთხელ მითქვამს მათთვისაც: ბოლო თვეების განმავლობაში ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რამდენად ძლიერები არიან, რამდენად ძლიერი ხასიათი და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. დიდი ხანია, "არსენალში" ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მყავს, რაც მახსოვს," - განაცხადა არსენ ვენგერმა.

მარტო ბეილი ცოდოა
"ტოტენჰემს" ჰყავს გარეთ ბეილი და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ რასაკვირველია, ბეილი არ არის ყველაფერი. მას შეუძლია, ნებისმიერ გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღოს თამაში და გაიტანოს ისეთი მანძილიდანაც კი, რაც სხვას არ დასიზმრებია.

თუმცა ის უძლური ხდება, როცა მატჩის არბიტრი კატასტროფულ შეცდომებს უშვებს. დიახ, ანდრე მარინერმა ძალიან სუსტად იმსაჯა. ბირმინგემელმა არბიტრმა პირველ ტაიმში, იმის ნაცვლად, რომ სებასტიან ლარსონის მხრიდან საჯარიმოში წესების დარღვევა დაეფიქსირებინა და პენალტი დაენიშნა, ბეილს სიმულაციაში დასდო ბრალი და ყვითელი ბარათი აუფრიალა.

მარინერი შეცდა მაშინაც, როცა სტუმართა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მასპინძელს უშუალოდ თამაშიდანაც შეეძლო (ვის, თუ არა ბეილს) გატანა და არ გაუმართლა. ვინ იცის, "დეზებს" ანგარიში აღნიშნული მომენტებიდან რომელიმეში რომ გაეხსნათ, იქნება "არსენალს" ცოტა მეტი ენერვიულა და...

ეს უკვე წარსულზე ჰიპოთეტურ და შესაბამისად, აზრს მოკლებულ მსჯელობას ჰგავს და ამით აღარ გადაგღლით. "უაით ჰართ ლეინზე" სეზონი ძალიან ეფექტურად, მაგრამ უსიხარულოდ დასრულდა. გუნდის ლიდერმა ენითაუწერელი სილამაზის გოლი გაიტანა. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი გაირკვა. ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდი კიდევ ერთხელ დარჩა ჩემპიონთა ლიგის მიღმა. თამაშის დასრულების შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "არსენალის" დამსახურებულ წარმატებაზე ილაპარაკა:

"რაც უნდა ძნელი იყოს ამის აღიარება, უნდა ითქვას: "არსენალმა" თავისი საქმე უკეთ გააკეთა. ჩემი გუნდის მიერ ჩატარებული სეზონით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიზნის მიღწევა მაინც ვერ მოვახერხეთ. ამას მომავალ წელს შევეცდებით".

მოულოდნელი ფერისცვალება
გასული წლის ნოემბრის ბოლოს "სტემფორდ ბრიჯზე" შეკრებილ გულშემატკივართა შორის ძნელად ნახავდით ადამიანს, ვინც რაფა ბენიტესის დანიშვნით კმაყოფილი იყო. გარდა იმისა, რომ ესპანელს სამწვრთნელო ასპარეზზე ორწლიანი პაუზა ჰქონდა, ფანები მას "ლივერპულში" გატარებული წლების გამოც იწუნებდნენ.

პირველ ეტაპზე "ჩელსის" თამაშში პროგრესი ნაკლებად შეიმჩნეოდა, რის გამოც ფანკლუბებმა სტადიონზე მისვლაზეც კი უარი თქვეს. წიწილების დათვლის დრო ბენიტესს გაზაფხულზე დაუდგა.

ევროპის ლიგაზე გამარჯვების შემდეგ გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ეს კიდევ არაფერი. "სტემფორდ ბრიჯმა" რაფას მადლობა გადაუხადა.

გვგონია, რომ შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა "ჩელსის" გულშემატკივართა მხრიდან დიდსულოვანი ნაბიჯია. "მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ყველას მუშაობით კმაყოფილი ვარ, ვინც კი ამ გამარჯვებაში წილი დაიდო. ეს ყველაფერი ნამდვილად დავიმსახურეთ, რადგან მთელი წელი წარმოუდგენლად ბევრს ვშრომობდით," - თქვა ბენიტესმა.

დაუვიწყარი დასასრული
პირველ ტაიმში "ჰოუტორნსზე" ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ "ეშმაკებს" თავიანთი მწვრთნელი მაჟორულ ნოტზე უნდა გაეცილებინათ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რომელუ ლუკაკუმ ინგლისურ კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა და ამ მოვლენას სულ სხვაგვარი ელფერი მისცა.

ის, რომ ანდერს ლინდეგორმა 5 ბურთი გაუშვა, საკუთრივ მეკარის გარდა, დაცვის ხაზის დიდი "დამსახურებაც" არის. საფინალო სასტვენის შემდეგ ლეგენდარულმა მწვრთნელმა ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივარს თავი დაუკრა, მადლობა გადაუხადა და გასახდელში გაუჩინარდა.

ალექს ფერგიუსონი ოფიციალურად გავიდა პენსიაზე. წუხელ მან გუნდს 1500-ე შეხვედრაში უხელმძღვანელა. მისმა გუნდმა კი, ალბათ, პირველად და უკანასკნელად დაასრულა შეხვედრა მსგავსი ანგარიშით.

"იუნაიტედს" დაემშვიდობა პოლ სქოულზიც, ვინც კარიერის უკანასკნელ შეხვედრაში "საიუბილეო", მე-100 ყვითელი ბარათი მიიღო.

პრემიერლიგა. ბოლო ტური

ჩელსი-ევერტონი 2:1
გოლები: 1:1 მატა (7), 1:1 ნეისმიტი (14), 2:1 ფ. ტორესი (76)
ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ე. კოული - აკე, ლამპარდი, მატა (83. ასპილიკუეტა), ოსკარი (89. ფერეირა) - ტორესი, ბა (66. მოზესი)
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - გიბსონი, ფელაინი, პიენაარი, ნეისმიტი (66. იელავიჩი), მირალიაში - ანიჩებე (67. ჰეიტინგა)
გაფრთხილება: ფ. ტორესი, ლუისი - ჰეიტინგა
კარში დარტყმა: 23-20 (8-7) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 8-9 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 41 794

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლივერპული-ქუინზ პარკი 1:0
გოლი: 1:0 კოუტინიო (23)
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - გ. ჯონსონი, კარაგერი (85. კოატესი), შკრტელი, ხ. ენრიკე - ლუკასი, ჰენდერსონი - იბე (64. ბორინი), კოუტინიო (75. სუსო), დაუნინგი - სტარიჯი
ქუინზ პარკი (4-4-2): გრინი - ჰარიმანი, ონუოჰა, ჰილი, ტრაორე - დერი, მბია (46. გრანერო), ტაუსენდი, პარკი (80. ჰოილეტი) - რემი, ზამორა (72. მაკი)
გაფრთხილება: ჰენდერსონი - ჰილი, დერი, ტაუსენდი
კარში დარტყმა: 27-10 (20-3) კუთხური: 14-0 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 7-3 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 44 792

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიტი-ნორვიჩი 2:3
გოლები: 0:1 პიკლინგტონი (26), 1:1 როდუელი (29), 1:2 ჰოლტი (55), 2:2 როდუელი (59), 2:3 ჰოუსონი (65)
სიტი (4-4-1-1): ჰარტი - საბალეტა, რიჩარდსი, ლესკოტი, კოლაროვი - როდუელი (66. დ. სილვა), ი. ტურე, ნასრი, მილნერი - ტევესი (50. აგუერო) - ჯეკო
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - უაიტეკერი, მარტინი, რ. ბენეტი, გარიდო - ბ. ჯონსონი (66. ტეტი), ჰოუსონი, სნოდგრასი, პიკლინგტონი (81. ე. ბენეტი) - ჰულაჰანი - ჰოლტი (90. ბეკიო)
გაფრთხილება: ლესკოტი -
კარში დარტყმა: 14-13 (5-8) კუთხური: 7-7 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 9-8 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 47 054

ნიუკასლი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 კოშელნი (52)
ნიუკასლი (4-2-3-1): ჰარპერი - დებუში, ს. ტეილორი, კოლოჩინი, იანგა-მბივა (80. ა. კემპბელი) - კაბაი (57. ანიტა), ტიოტე - გუფრანი (65. მარვო), ბენ არფა, ხონასი - სისე
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - რემსი, არტეტა (28. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - უოლკოტი, როსიცკი, კასორლა (89. უილშირი) - პოდოლსკი (77. ჟირუ)
გაფრთხილება: ხონასი - როსიცკი, გიბსი
კარში დარტყმა: 7-9 (2-3) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 17-9 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 52 354

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საუთჰემპტონი-სტოკი 1:1
გოლები: 0:1 კრაუჩი (47), 1:1 ლამბერტი (57)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ. დევისი - კლაინი, ჰოიველდი, ფონტე, შოუ - შნაიდერლინი, კორკი (82. მაიუკა) - ლალანა (64. პანჩეონი), ჯ. როდრიგესი, ს. დევისი (74. ვორდ-პრაუსი) - ლამბერტი
სტოკი (4-5-1): ბეგოვიჩი - უილსონი (20. უილკინსონი), შოუკროსი, ჰუთი, შოტონი - უაიტჰედი, კემერონი, ნზონზი, უოლტერსი (74. ოუენი), ეთერინგტონი (69. ჯერომი) - კრაუჩი
გაფრთხილება: - უაიტჰედი, ნზონზი
კარში დარტყმა: 13-7 (7-3) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 9-7 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 31 539

სუონსი-ფულჰემი 0:3
გოლები: 0:1 კაჩანიკლიჩი (22), 0:2 ბერბატოვი (77), 0:3 ემანუელსონი (90+3)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი (81. ნ. ტეილორი) - ბრიტონი, დე გუზმანი (81. აგუსტიენი) - პ. ერნანდესი (75. შეხტერი), რუტლეჯი, დაიერი - მიჩუ
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - რიტერი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიისე - ფრიმპონგი (68. კარაგუნისი), ენო, კაჩანიკლიჩი, დაფი (73. ემანუელსონი) - რუისი - ბერბატოვი (88. როდალიეგა)
გაფრთხილება: პ. ერნანდესი, მიჩუ - რიტერი
კარში დარტყმა: 19-8 (11-6) კუთხური: 8-0 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 12-9 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 20 365

ტოტენჰემი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 ბეილი (89)
ტოტენჰემი (4-4-1-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო (83. სიგურდსონი) - პარკერი (64. დემბელე), ჰადლსტოუნი, დემპსი (73. დეფო), ლენონი - ბეილი - ადებაიორი
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ლარსონი, კუელიარი, ოში, კოლბეკი - ნდიაიე, დ. ვონი, ა. ჯონსონი, მაკლინი (75. კნოტი) - გრემი (74. მანდრონი), უიკჰემი (88. მიტჩელი)
გაფრთხილება: ბეილი - მაკლინი, დ. ვონი, მანდრონი
გაძევება: - დ. ვონი (75)
კარში დარტყმა: 24-5 (20-3) კუთხური: 13-1 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 6-11 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 36 763

ვესტ ბრომვიჩი-იუნაიტედი 5:5
გოლები: 0:1 კაგავა (6), 0:2 ოლსონი (9-ს.კ-ში), 0:3 ბიუტნერი (30), 1:3 მორისონი (40), 2:3 ლუკაკუ (50), 2:4 ვან პერსი (53), 2:5 ხ. ერნანდესი (63), 3:5 ლუკაკუ (81), 4:5 მულუმბუ (81), 5:5 ლუკაკუ (86)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი (46. ლუკაკუ) - იაკობი, მულუმბუ - დორანსი, მორისონი (79. ფორჩუნი), ბრანტი - ლონგი (79. როსენბერგი)
იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგორი - ვალენსია, ფ. ჯონსი, ევანსი (83. რ. ფერდინანდი), ბიუტნერი - ანდერსონი, კერიკი, კლევერლი (60. გიგზი), კაგავა (69. სქოულზი) - ხ. ერნანდესი, ვან პერსი
გაფრთხილება: - სქოულზი
კარში დარტყმა: 21-16 (6-6) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 26 438

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვესტ ჰემი-რედინგი 4:2
გოლები: 1:0 ნოლანი (23), 2:0 ვას ტე (34), 2:1 მაკლირი (53), 2:2 ლე ფონდრე (55), 3:2 ნოლანი (79), 4:2 ნოლანი (87)
ვესტ ჰემი (4-3-2-1): იასკელაინენი - დემელი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი (86. მ. ტეილორი) - დიამე, ნოლანი, ნოუბლი - ვას ტე (81. მაიგა), ჯ. კოული (74. კოლისონი) - კეროლი
რედინგი (4-4-1-1): მაკარტი - განტერი, გორკსი, მორისონი, კელი - კარაჯანი, გატრი - მაკლირი, მაკანუფი, რობსონ-კანუ (46. ბლექმენი) - პოგრებნიაკი (46. ლე ფონდრე)
გაფრთხილება: ნოლანი, კოლისონი - მაკანუფი
კარში დარტყმა: 19-17 (12-7) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 13-8 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 34 973

უიგანი-ასტონ ვილა 2:2
გოლები: 0:1 ბენტი (5), 1:1 ბოისი (21), 2:1 ბეიკერი (45-ს.კ-ში), 2:2 ვლაარი (60)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - შარნერი, გოლობარტი, ბოისი (88. კამპაბადალი) - უოტსონი (69. ფივი), მაკარტი, ესპინოსა, მაკარტური - მელონი, კონე, გომესი (69. ა. ენრიკესი)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი - სილა (59. დოუკინსი), ვესტვუდი (88. გ. გარდნერი), დელფი - ვაიმანი, ბენტი, აგბონლაჰორი (75. ბოუერი)
გაფრთხილება: მაკარტი, ბოისი - ლოუტონი
კარში დარტყმა: 17-9 (4-3) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 22 000

საბოლოო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 26 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 21 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 19 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 18 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 17 - რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ავტორ. ამ საიტზე რო სიახლები იწერება ისეთი არცერთ ქართულ სიატებზე არ იდება
England
16:49 20-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული