"არსენალი" ტიტულს გაისად გეგმავს

AutoSharing Option
"არსენალის" შემადგენლობის გაძლიერებაზე "ნიუკასლთან" 38-ე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ არსენ ვენგერმა ვრცლად ილაპარაკა. ამავე თემას შეეხო კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში "მეთოფეთა" აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი. სატრანსფერო გეგმების გარდა, მან გუნდის შესახებაც საინტერესოდ ისაუბრა:

"არსენალმა" პრემიერლიგის დასკვნით ეტაპზე ყველა გააოცა თავისი თამაშით. გუნდმა იმდენად კარგი ფორმა აკრიფა, რომ საამაყოდ გვქონდა საქმე. ბოლო ტურში მოგების წყალობით ზედიზედ მეთექვსმეტედ მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენთვის არ ყოფილა პროგრამა-მაქსიმუმი.

ზუსტად ეს გვითხრა "არსენალის" ბოსმა სტენ კროენკემ, რომ მე-4 ადგილი
კარგია, მაგრამ გუნდმა მომდევნო სეზონში ერთ-ერთი ის ტურნირი უნდა მოიგოს, რომელშიც ითამაშებს. საამისოდ კი მას გაძლიერება დასჭირდება. ვენგერმა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დიდი ხანია, დაიწყო.

ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება: კლუბს ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ წინ იაროს. ზუსტად ამას მოწმობს ის, რომ "არსენალმა" ჩემპიონატში ბოლო 16 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმო. გუნდს მყარი საძირკველი აქვს გაჭრილი იმისთვის, სამომავლოდ ზედ წარმატებული მომავალი აშენდეს
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი ასაკს უჩივის... და ცვლილებებს ვეღარ ეგუება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული