კრისტიან ერიკსენის მომხიბლავი პერსპექტივა

AutoSharing Option
"ლივერპული" დიდხანს ცდილობდა დონეცკის "შახტარიდან" 24 წლის ჰენრიხ მხითარიანის შეძენას, მაგრამ უკრაინული კლუბის მენეჯერთა გული ვერაფრით მოიგო.

სომეხმა ფეხბურთელმა საბოლოოდ გერმანიის ვიცე-ჩემპიონ "დოტმუნდთან" კონტრაქტზე მოაწერა ხელი. დანიური გამოცემა "ეკსტრა ბლადეტის" ინფორმაციით, "წითლები" "აიაქსიდან" 21 წლის კრისტიან ერიკსენის შეძენის ვარიანტს დაუბრუნდნენ.

მერსისაიდელთა გარდა ამსტერდამელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს "რომაც", ვინც მასში დანიელე დე როსის პოტენციურ მემკვიდრეს ხედავს. ასე რომ, გარანტირებული არაფერია. ფეხბურთელს ესმის, იმის მიუხედავად, რომ მის შეძენას ევროპული გრანდები უკვე სამი წელია ცდილობენ,

ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და "აიაქსში" კიდევ შეუძლია
წინსვლა პროფესიული თვალსაზრისით. მან ცოტა ხნის ისიც კი არ გამორიცხა, რომ ხელშეკრულება ერთი წლით გააგრძელოს.

ცხადია, თუკი ის გუნდს გამოიცვლის, სათამაშოდ მხოლოდ ელიტურ ევროპულ ლიგას მიაშურებს. კრისტიანის შეძენას უწინასწარმეტყველებდნენ ზემოთ ხსენებულ "დორტმუნდს", თუმცა მან დაასრულა სატრანსფერო კამპანია.

"ლივერპულის" ინტერესის შესახებ ბევრჯერ მსმენია. ნამდვილად კარგი ვარიანტია. ის პრესტიჟული კლუბია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში თამაშობს. ინგლისში ასპარეზობაზე კი ალბათ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. მომხიბლავი წინადადებაა, მაგრამ მაინც მოცდა მოგვიწევს, რათა ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს ხანებში. ამ თემაზე დანიელ აგერთან ხშირად მილაპარაკია, მაგრამ რამდენად რეალურია, ამაზე ვერაფერს გეტყვით," - აცხადებს ერიკსენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრისტიან ერიკსენი თითქმის "დორტმუნდელია"!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული