"მანჩესტერ სიტი" - როგორც "ბარსელონა", "რეალი" ან "ბაიერნი"

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 27 წლის ბელგიელმა კაპიტანმა ვენსან კომპანიმ პრემიერლიგის I ტურში "ნიუკასლთან" ტრავმა მიიღო, რამაც ფეხბურთელი აქტიურ ფეხბურთს ერთი თვით ჩამოაშორა.

ცენტრალური მცველი მოედანს სამშაბათს, პლზენის "ვიქტორიასთან" მატჩში დაუბრუნდა.

ჩეხებთან შეხვედრა კიდევ არაფერი, "ქალაქელები" მეტოქეს როგორმე მის გარეშეც გაუმკლავდებოდნენ, თუმცა უქმეებზე პრემიერლიგაში ისეთი მატჩია, რომ მანუელ პელეგრინის ის ძალიან დააკლდებოდა - კვირას "ეტიჰადს" "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს.

აი, რას ამბობს "ქალაქელთა" დაცვის ლიდერი:

"პლზენთან" მატჩის დასრულებამდე ის პრიორიტეტულად იყო გამოცხადებული და მომავალ დერბიზე არავინ ფიქრობდა. ახლა კი ჩვენი ყურადღება ამ მატჩისკენ
არის მიპყრობილი. წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენა გველოდება. ამის მიუხედავად, ჩეხებთან მოედანზე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, რადგან მიხარია გუნდში დაბრუნება.

მიხარია, რომ ბიჭების გვერდით ვარ და ძველებურად მონდომებით ვვარჯიშობ, რათა საუკეთესო ფორმაში რაც შეიძლება სწრაფად შევიდე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს არნახული მხარდაჭერისთვის".

სამშაბათის თამაშით კმაყოფილი დარჩა "ქალაქელების" ყოფილი ვარსკვლავი, 40 წლის დიტმარ ჰამანიც. გერმანელის თქმით, ჩეხეთში ნაჩვენები თამაშის შემდეგ "სიტის" უნდა სჯეროდეს, რომ მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და ნებისმიერი ტურნირის მოგება შეუძლია.

მეორე ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთს, როდესაც "სიტიმ" 3 გოლი გაიტანა, ჰამანმა "ბარსელონას", "რეალისა" და "ბაიერნის" დონე უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ვიქტორიას" მცველი: ჩვენ სკუტერებით დავდივართ, სიტელები - "ფერარებით"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული