- კლუბის მოგებამ, გადასახადების ჩაუთვლელად, 6.7 მილიონი ფუნტი შეადგინა. 2012 წელს ეს რიცხვი 36.6 მილიონს აღწევდა.
- "არსენალმა" 47 მილიონი ფუნტი მიიღო ფეხბურთელების გაყიდვის წყალობით. 2012-ში ის 65.5 მილიონს შეადგენდა.
- ახალწვეულთა რეგისტრაციის ხარჯებმა 10 მილიონი ფუნტი შეადგინა. 2012-ში კლუბმა ამისთვის 5.5 მილიონი დახარჯა.
- საფეხბურთო ფინანსურმა ბრუნვამ 242.8 მილიონს უწია. ზრდა დიდწილად
- იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელთა სახელფასო ფონდი გაიზარდა, საოპერაციო მოგება 25.2 მილიონზე ჩამოვიდა. წინა წელს ის 32.3 მილიონი იყო.
- უძრავი ქონებიდან მიღებულმა შემოსავალმა 37.5 მილიონი შეადგინა, რაც შარშანდელზე 29.8 მილიონით მეტია. მოგება ამ კუთხით 4.4 მილიონი იყო, 2.2-ით მეტი, ვიდრე შარშან.
- "არსენალს" უახლოეს მომავალში დასაფარი სესხები არ აქვს აღებული, ხანგრძლივვადიანი კი 120.1 მილიონიდან უმნიშვნელოდ, 0.5 მილიონი ფუნტით, მაგრამ მაინც შემცირდა.
"უნდა განვაგრძოთ კომერციული თვალსაზრისით ზრდა, რათა კლუბს უკეთესი საფუძველი ჰქონდეს წარმატების მისაღწევად. ამასთან, მიზანს ისე უნდა ვუწიოთ, რომ ჩვენ მიერ არჩეული პოლიტიკისა და ღირებულებების ერთგულნი დავრჩეთ. "არსენალს" მყარი და სტაბილური გარემო სჭირდება," - განაცხადა პრეზიდენტმა ჩიპს კესვიკმა.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გულშემატკივართა რეაქციამ არ დაახანა. ისინი მიიჩნევენ, რომ კლუბი, რომელსაც მაისში რეზერვში 153.5 მილიონი ფუნტი გააჩნდა, ვალდებულია, გუნდის გაძლიერებაზე უფრო მეტად იზრუნოს. "ემირეიტსთან" განახლებული ხელშეკრულების გარდა, "მეთოფეთა" ფინანსური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს ახალმა ტექნიკურმა სპონსორმა "პუმამაც", რომელიც "ნაიკს" მომდევნო სეზონიდან ჩაანაცვლებს.
"არსენალი" მშვენიერ ფინანსურ მდგომარეობაშია. გულშემატკივართა კლუბი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელმძღვანელობას, განაგრძოს შემადგენლობის გასაძლიერებლად ინვესტიციები. ახალი მოთამაშეების მოყვანა და მათთვის სოლიდური ხელფასების გადახდა არანაირ რისკს არ შეიცავს," - ნათქვამია ფანკლუბის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც "გარდიანმა" გამოაქვეყნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: მოვიგეთ მოთმინებისა და გამოცდილების ხარჯზე