სამი ხედირა: იოზილთან ერთად"არსენალი" ინგლისში საუკეთესო გუნდი გახდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა დარწმუნებულია, რომ ამ დროისთვის ლონდონის "არსენალი" ინგლისის საუკეთესო გუნდია, რაშიც დიდი წვლილი მესუთ იოზილს მიუძღვის.

"მეთოფეებმა" პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩი ზედიზედ მოიგე.

"არსენალი ისედაც ძლიერი გუნდი იყო, ხოლო იოზილის გადასვლის შემდეგ ლონდონის გუნდი ინგლისში საუკეთესო გახდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი "მეტოფეებს" ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანს.

მესუთი გენიოსია, სხვა სიტყვები უბრალოდ არ მაქვს. ცოტა განაწყენებული ვიყავი მისი წასვლით "რეალიდან", რადგან თავის ამპლუაში ის მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ როგორც მეგობარასა და პროფესიონალს მისი მესმის",
- თქვა ხედირამ.

მომზადებულია
Daily Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული