საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს ტენდენცია აღარ შეინიშნება. შემორჩენილი ბრიტანელი საფეხბურთო ხულიგნები იმდენნივე არიან, რამდენნიც სხვა ქვეყნებში. ყოველ შემთხვევაში, ევროპაში მათი სახელი ძველებურად აღარ ქუხს. ინგლისურმა პოლიციამ იმ პირთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით, დროებით ან სულაც სამუდამოდ აქვთ აკრძალული ფეხბურთზე დასწრება. ჩვენ მხოლოდ "ლიდერთა" სიას შემოგთავაზებთ.
პირველ ადგილზე "კარდიფია" - "არწივების" 121 მხარდამჭერს აქვს გამოტანილი მსგავსი განაჩენი. მას
თამაშის დღეს არეულობების მოწყობისთვის დაკავებულთა სარეკორდო რაოდენობით "ნიუკასლი" დღემდე ერთპიროვნული ლიდერია - 175. შემდეგ მოდიან "მანჩესტერ იუნაიტედი" - 145, "ლიდსი" - 101, "მანჩესტერ სიტი" - 95, "მილუოლი" - 67, "ვესტ ჰემი" - 66, "არსენალი" - 53, "ნოტინგემ ფორესტი" - 38, "ლივერპული" - 36, "ტოტენჰემი" - 32.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"