ყმაწვილმა დენი უილბეკმა სანდერლენდელი გულშემატკივრის გასახარად მე-14 ტურის ბოლო შეხვედრაში ორი გოლი კი შეაგდო, მაგრამ ლივერპულიდან ჩამოსული სტუმრების ესპანელმა ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ გაქვითა. „ევერტონმა“ მასპინძლებს შეხვედრის დასაწყისსა და ბოლოში გაუტანა – მე-6 წუთზე ანგარიში ტიმ კეჰილმა გახსნა. და მაინც, ამ ფრის წყალობით „სანდერლენდი“ მე-7 ადგილზეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუნდმა გასული სეზონის პირველ 10 გუნდთან უკვე ითამაშა, ასე რომ ჩვენს წინაშე უკვე ობიექტური სურათია.
19 წლის უილბეკმა შკყ შპორტს 1-ს განუცხადა: „ძალიან გული დაგვწყდა სამი ქულა რომ ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ მშვენივრად
უილბეკისგან განსხვავებით, მწვრთნელმა სტივ ბრუსმა თქვა, რომ „ევერტონთან“ ფრით კმაყოფილია:
„ჩვენ დღეს პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით და მართალი გითხრათ თამაში ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ისე გამოვყოჩაღდით, რომ წინაც გავედით. საბოლოოდ 2:2 სამართლიან შედეგად მიმაჩნია“.
სტუმრების თავკაცმა დევიდ მოიესმა კი განაცხადა: „ბოლოწამს დიდებული მომენტი გავუშვით ხელიდან. ასეთ სიტუაციებში ჩვეულებრივ გოლი გაგვაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად არ გაგვიმართლა. საბოლოოდ, შედეგით მაინც კმაყოფილი ვართ, რადგან „სანდერლენდთან“ სტუმრად ფრე ძალიან კარგი შედეგია“.
სანდერლენდი-ევერტონი 2:2
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი, ონუოჰა, ტერნერი, ა. ფერდინანდი, ბერდსლი, ზენდენი (69. მალბრანკი), ჰენდერსონი (85. ალ მუჰამადი), კატერმოული, რიჩარდსონი, ბენტი, უილბეკი
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი, ფ. ნევილი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი, კოულმენი (66. როდუელი), ჰეიტინგა (83. ბეკფორდი), არტეტა, ტ. კეჰილი, პიენაარი, საა (82. იაკუბუ)
გოლები: 0:1 ტ. კეჰილი (6), 1:1 უილბეკი (23), 2:1 უილბეკი (70), 2:2 არტეტა (83)
გაფრთხილება: ჰეიტინგა, როდუელი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 6-8; კარში დარტყმა: 14-13 (4-7); თამაშგარე: 2-5 ბურთის ფლობა: 46%-54%,
მაყურებელი: 37 331
1. ჩელსი 14 9 1 4 28:9 28
2. მანჩესტერი 14 7 7 0 28:15 28
3. არსენალი 14 8 2 4 28:15 26
4. სიტი 14 7 4 3 19:11 25
5. ბოლტონი 14 5 7 2 26:20 22
6. ტოტენჰემი 14 6 4 4 21:19 22
7. სანდერლენდი 14 4 8 2 17:15 20
8. სტოკი 14 6 1 7 18:18 19
9. ლივერპული 14 5 4 5 16:17 19
10. ნიუკასლი 14 5 3 6 22:21 18
11. ბლექბერნი 14 5 3 6 17:18 18
12. ბლექპული 14 5 3 6 21:27 18
13. ასტონ ვილა 14 4 5 5 15:20 17
14. ევერტონი 14 3 7 4 16:15 16
15. ბირმინგემი 14 3 7 4 15:17 16
16. ვესტ ბრომვიჩი 14 4 4 6 16:25 16
17. ფულჰემი 14 2 8 4 14:17 14
18. უიგანი 14 3 5 6 10:23 14
19. ვულვზი 14 2 3 9 14:25 9
20. ვესტ ჰემი 14 1 6 7 11:25 9